ლევან იზორია: პროფესიონალ სამხედროებთან ერთად ძირეულ ცვლილებებს ვახორციელებთ

გამოწერა
მინისტრის თქმით, ქვეყნის სამხედრო მზადყოფნის მაღალი დონე შეამცირებს თავდასხმის რისკს, რაც არსებული საფრთხეების საუკეთესო პრევენციაა.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს შეიარაღებული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს შეეხო და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

საქართველოს პრემიერ-მინისტრა ქართველ სამხედროებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა - Sputnik საქართველო
პრემიერი: არმიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბებაში

„ჩვენს პროფესიონალ სამხედროებთან ერთად ძირეულ ცვლილებებს ვახორციელებთ… მინდა ხაზი გავუსვა, რომ აღნიშნული რეფორმები ნატოს მიერ განსაზღვრულ, შეკავების განახლებულ პოლიტიკასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია“, — განაცხადა იზორიამ.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ რეფორმის შედეგად შეიარაღებული ძალები უფრო მოქნილი, მანევრირებადი და საფრთხეებთან ადაპტირებული გახდება.

„დარწმუნებული ვარ, ქართული შეიარაღებული ძალები ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში კიდევ უფრო ძლიერი და საიმედო ძალა გახდება“, — აღნიშნა ლევან იზორიამ. 

მინისტრის თქმით, ქვეყნის სამხედრო მზადყოფნის მაღალი დონე შეამცირებს თავდასხმის რისკს, რაც არსებული საფრთხეების საუკეთესო პრევენციაა.

გიორგი მარგველაშვილმა დაღუპულ მებრძოლთა სახელობის მემორიალი გახსნა - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილმა დაღუპულ მებრძოლთა სახელობის მემორიალი გახსნა

ლევან იზორიამ ხაზი გაუსვა ნატოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წვლილს  საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესში და მადლობა გადაუხადა მათ აქტიური თანადგომისთვის.

მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ გეგმებზე, რომლებიც ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან — აშშ-სთან ერთად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებშია გათვალისწინებული.

„ვაზიანში, გერმანიის ჰოჰენფელსის ბაზის ანალოგი საწვრთნელი ინფრასტრუქტურა აშენდება. საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო დადგენილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, — განაცხადა ლევან იზორიამ.

დასასრულ, თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს უწყებისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0