გიორგი მარგველაშვილმა დაღუპულ მებრძოლთა სახელობის მემორიალი გახსნა

© facebook.com/Margvelashvili Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილმა დაღუპულ მებრძოლთა სახელობის მემორიალი გახსნა
გიორგი მარგველაშვილმა დაღუპულ მებრძოლთა სახელობის მემორიალი გახსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების ღვაწლს სამშობლოს წინაშე და მადლობა გადაუხადა ქვეყნის ჯარისკაცებს სამსახურისთვის.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთში, 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ მებრძოლთა სახელობის მემორიალი გახსნა, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
საქართველოს შეიარაღებული ძალები: იარაღი და სამხედრო ტექნიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა და სიტყვით  მიმართა.

„თანამებრძოლებო, თქვენ მძიმე და საპატივცემული მისია აირჩიეთ ცხოვრების გზად. იყო სამშობლოს დამცველი, რთულია ნებისმიერ ეპოქაში და ნებისმიერ სახელმწიფოში, მაგრამ ეს მისია განსაკუთრებით რთულია, როდესაც ხარ საქართველოს ჯარისკაცი, იმ ქვეყნის ჯარისკაცი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, მიუხედავად თავისი რაოდენობრივი სიმცირისა, მიუხედავად მტრის სიძლიერისა, ამაყად დაუსახავს მიზნად თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, — აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა თავის მიმართვაში.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების ღვაწლს სამშობლოს წინაშე და მადლობა გადაუხადა ქვეყნის ჯარისკაცებს სამსახურისთვის.

„ვამაყობ თქვენით, მოგიხსენიებთ ყოველ დღე ლოცვაში და მადლობას გიხდით თითოეული დღისთვის და იმ სამსახურისათვის, რომელსაც სამშობლოსთვის ახორციელებთ“, — თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

უმაღლესი მთავარსარდლის თქმით, საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედროები შესაძლებლობას აძლევენ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ააშენონ ძლიერი ქვეყანა.

“თქვენ ქართული იარაღის ღირსება საერთაშორისო მისიებში, გახადეთ მართლაც საამაყო“, — მიმართა მან საქართველოს ჯარისკაცებს.

ყველა ახალი ამბავი
0