საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტზე „შეტევის“ დაგეგმვა დააბრალეს

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გააფრთხილა, რომ მისმა ქმედებებმა პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევის გაუქმების პროცესი შეიძლება დააჩქაროს.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებათა პროექტის წინააღმდეგ გამოდის, ოპოზიციასთან პარლამენტის წინააღმდეგ კამპანიას გეგმავს, განუცხადა ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოს მეთაურმა ირაკლი კობახიძემ. 

პრეზიდენტი, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ, ეწინააღმდეგებიან პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას, მაღალ საარჩევნო ბარიერს, საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვას და საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მანდატების განაწილების მეთოდს. შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ პროტესტის ნიშნად დატოვა კომისია, ხოლო არასამთავრობოებმა და ზოგიერთმა ექსპერტმა ცვლილებების პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.

 „ჩვენ ჯერ კიდევ დიდი იმედი გვაქვს, რომ კომპრომისს აზრი არ დაეკარგება, თუმცა, არის კონკრეტული პროცესები, რომლებიც საპირისპიროზე მიუთითებს. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო მთელი კამპანია საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ, რომელიც გრძელდება. ეს კამპანია, როგორც ჩანს, გაგრძელდება პარლამენტის წინააღმდეგ“, — განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ქმედებებს მან „სამწუხარო მოვლენა“ უწოდა. 

„ქართული ოცნების მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

„ჩვენი ოპონენტების მხრიდან, პრეზიდენტის თაოსნობით, არასწორი ნაბიჯები იდგმება. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა, პარტიებს ხვდება ადმინისტრაციის მეშვეობით, რომლის სტატუსი საერთოდ გაუგებარია, ასევე ხვდება ე.წ. ექსპერტებს და მოლაპარაკებებს აწარმოებს თუ როგორ უნდა მიიტანოს შეტევა საქართველოს პარლამენტზე“, — განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, თუ ეს პროცესები გაგრძელდება, კომპრომისს ყოველგვარი აზრი დაეკარგება და პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება დაგეგმილზე ადრე მოხდება — 2023 წლის ნაცვლად 2018 წელს.

საპარლამენტო რესპუბლიკაზე ქვეყნის გადასვლასთან დაკავშირებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა შესთავაზა.

 „თუ ეს პროცესები გაგრძელდება, ყოველგვარი აზრი დაეკარგება კომპრომისს და გადავალთ იმ სისტემაზე, რომელიც ყოველგვარი სისტემური თვალსაზრისით არის სწორი. მით უმეტეს, ჩვენი ოპონენტების მხრიდან კონტრარგუმენტი ვერ მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვრჩებით, რომ საბოლოო ჯამში არაპირდაპირი წესით არჩევნებზე უნდა გადავიდეთ. თუ კომპრომისი აზრს დაკარგავს, ამ შემთხვევაში ეს შედარებით უფრო ადრე მოხდება“, — ხაზგასმით აღნიშნა მან. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებათა პროექტი ვენეციის კომისიას უკვე გადაუგზავნეს, რომელიც თავის შენიშვნებს წარმოადგენს. ხელისუფლებამ ამ შენიშვნების გათვალისწინების პირობა დადო.

განახლებული კონსტიტუციის პროექტის საბოლოო ვარიანტი საყოველთაო სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტში განსახილველად მიმდინარე წლის ივნისში შევა. ცვლილებების მიღება 2018 წლის 1 იანვრამდე იგეგმება.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები 33-ჯერ არის შეტანილი, მათგან 25-ჯერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროს. სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში შემცირდა პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომელიც გადანაწილდა მთავრობასა და პარლამენტს შორის.


ყველა ახალი ამბავი
0