ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს

© photo: Sputnik / Denis Aslanovნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელ თავმჯდომარეს საკონსტიტუციო კომისიაში მომუშავე ოპოზიციონერების მიმართ უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღებაში დასდო ბრალი.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საკანონმდებლო ორგანოს ამჟამინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.

ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ კობახიძის გადაწყვეტილებით, 21 აპრილს,  შემაჯამებელი სხდომის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს საკონსტიტუციო სახელმწიფო კომისიის წევრთა სიიდან 13 ოპოზიციონერი ამოიღეს, რომლებმაც ბოიკოტი გამოაცხადეს. ანუ, კომისიის შემადგენლობა 73–იდან 60–მდე შემცირდა. შესწორებების პროექტი მიიღეს 43 ხმით რვის წინააღმდეგ. 

პრეზიდენტის ავლაბრის  რეზიდენცია - Sputnik საქართველო
ვინ უნდა აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი: ხელისუფლებისა და ოპოზიციის კამათი

 „არაერთგზის ყოფილა საქართველოს პარლამენტის ან მსოფლიო პარლამენტების ისტორიაში, როდესაც ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს ბოიკოტის რეჟიმისათვის მიუმართავთ. წარმოიდგინეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ისინი საპარლამენტო სიიდან ამოეღო. სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი კობახიძემ, რომელსაც, რა თქმა უნდა, მონური მორჩილებით მხარი „ქართული ოცნების" დანარჩენმა წევრებმა დაუჭირეს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში შვიდი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. მათი განცხადებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მათი წინადადებები არ გაითვალისწინა, რის გამოც კომისიას ბოიკოტი გამოუცხადეს. ოპოზიციონერები პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმების, მაღალი საარჩევნო ბარიერის, საარჩევნო ბლოკების შექმნაზე აკრძალვისა და საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მანდატების განაწილების წინააღმდეგი არიან.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 2016 წლის დეკემბრიდან მუშაობდა. როგორც ხელისუფლებამ განმარტა, კონსტიტუცია არსებულ რეალობასთან შესაბამისობაში არის მოსაყვანი. 

 

ყველა ახალი ამბავი
0