არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთრების ჩამორთმევის ახალი წესების წინააღმდეგ გამოდიან

გამოწერა
უახლოეს მომავალში პარლამენტი კენჭს უყრის საკუთრების ჩამორთმევის წესებში შესატან ცვლილებებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს არ მოსწონთ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ“ ხელისუფლებას მიუთითეს იმ ხარვეზებზე, რომლებიც მათ დაინახეს კანონში “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“, თუმცა, ხელისუფლება პრობლემებს ვერ ხედავს.

რეგიონალური განვითარებისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტმა ცვლილებები უკვე განიხილა. უახლოეს დროს კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე განიხილება.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები კანონის ტექსტით უკმაყოფილო არიან და მიაჩნიათ, რომ ის სახელმწიფოსათვის კომფორტული პირობების შექმნაზეა ორიენტირებული. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტზე „შეტევის“ დაგეგმვა დააბრალეს

ცვლილებების არსი 

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ცვლილებები პირველ რიგში უძრავი ქონების ჩამორთმევის მიზეზების სიის გაზრდას ითვალისწინებს: ეს არის საავტომობილო გზების, აეროპორტებისა და აეროდრომების, ელექტროგადამცემი ხაზების, კომუნიკაციებისა და მნიშვნელოვანი ნაგებობების მშენებლობა.

ამჟამად სახელმწიფოს უფლება აქვს ამოიღოს ქონება მილსადენების, რკინიგზის ხაზის, ელექტროგადამცემი, გაზ და წყალმომარაგების სისტემების გაყვანის მიზნით, ასევე საზოგადოებრივი საჭიროებების ობიექტების მშენებლობის, სატელეფონო კაბელების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების და თავდაცვითი საჭიროების გამო. 

საკითხს ქონების ექსპროპრიაციის უფლებაზე, როგორც ეს მოქმედ კანონმდებლობაშია, რაიონული სასამართლოები გადაწყვეტენ. ისინი გადაწყვეტენ ასევე კომპენსაციასთან დაკავშირებულ საკითხებსაც.

კანონპროექტში კონკრეტულად არის გაწერილი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და ახალი მესაკუთრეებისთვის ქონების გადაცემის წესები, რაც არ არის მოქმედ კანონმდებლობაში.

კომპენსაციის ოდენობა უნდა განსაზღვროს კომპანიამ, რომელიც ახორციელებს სამუშაოებს ან ობიექტის მშენებლობას მიწის შეფასების, მასზე არსებული მრავალწლიანი მცენარეების, მიმდინარე წელს მიწისგან სავარაუდო შემოსავლის, ყველა მესაკუთრის შენობის ან ქონების შეფასების საფუძველზე. ამასთან, მესაკუთრეებს შეიძლება შესთავაზონ ალტერნატიული საკუთრება, რომლის საბაზრო  ღირებულება არსებული ქონების ღირებულებაზე ნაკლები არ არის. 

კომპენსაცია გადახდილად ჩაითვლება, როდესაც მესაკუთრეს მთლიანი თანხა გადაერიცხება, ან მის სახელზე ახალი ქონება გადაფორმდება. თუ საუბარია შენობის ჩამორთმევაზე, ყოფილ მესაკუთრეებს ტერიტორიის გასათავისუფლებლად ერთი თვის ვადა მიეცემათ, ხოლო სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში – 14 დღე.

ამ წესის დარღვევის შემთხვევაში კომპანია, რომელიც სამუშაოებს ახორციელებს, საზოგადოებრივი საჭიროებისთვის გადაცემული საკუთრებიდან მცხოვრებლებს იძულების წესით გამოიყვანს. მოქმედი კანონმდებლობით, ამ ქმედების განხორციელების უფლება აქვს პოლიციას სასამართლოს სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე. 

საქართველოს მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოში ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია იგეგმება

არასამთავრობოების პოზიცია

არასამთავრობო ორგანიზაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ არ მოსწონს ის, რომ კომპენსაციის საკითხზე იმსჯელებს სამოქალაქო სასამართლო, სადაც პროცესი შეიძლება გაჭიანურდეს.

 „კანონპროექტი ჩვენ ორი პრინციპისგან შემდგარ სისტემას გვთავაზობს: მიწის ჩამორთმევის საკითხზე სასამართლო ადმინისტრაციული წესით მსჯელობს, ხოლო კომპენსაციასთან დაკავშირებით — სამოქალაქო წესით. გამოდის, რომ თუ მოქალაქე გადაწყვეტს, რომ ფასი არ არის სათანადო, ეს სასამართლომ სამოქალაქო წესით უნდა განიხილოს. ეს ნიშნავს, რომ დავა ძალიან დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს, რაც მესაკუთრისთვის შეიძლება არ არის მისაღები და კომფორტული“, — განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარმა იურისტმა თეო ზაქარაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ კანონპროექტი ორიენტირებულია პროექტ „პანორამა თბილისის“ საჭიროებებზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი „თანაინვესტირების ფონდი“ აფინანსებს. პროექტი ითვალისწინებს დედაქალაქის ისტორიული ნაწილის სხვადასხვა წერტილში ოთხი კომპლექსის მშენებლობას, სადაც განთავსდება მსხვილი ტურისტული და ბიზნეს-ცენტრები, მრავალსართულიანი შენობები, სასტუმროები, რომლებსაც ერთმანეთთან საბაგირო გზები დააკავშირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროქტს მოცულობითი განმარტებითი ბარათის ახლავს თან, ბარათში არ არის აღნიშნული, თუ რით არის განპირობებული სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟების დროს საკუთრების ჩამორთმევის დაკანონება. მეტად სპეციფიური ინიციატივის შემუშავება აჩენს კითხვებს, ხომ არ ემსახურება აღნიშნული კერძო ინტერესებს/პროექტებს, და არა ობიექტურ საზოგადო საჭიროებას“, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში. 

პატრული - Sputnik საქართველო
საქართველოში 1 ივლისიდან გზებზე კონტროლი მკაცრდება

ხელისუფლების პოზიცია

საქართველოს მთავრობისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა გაუგებარია. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, კანონპროექტი შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა: არადისკრიმინაციული მიდგომა, ადექვატური კომპენსაცია, გასაჩივრების შესაძლებლობა, კომპენსაციის კალკულაციის მექანიზმი და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

 „პროექტი ეხება მხოლოდ სახელმწიფო პროექტებს და არა კერძო ინვესტიციებს. ის საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება და მისი შემუშავებისას საერთაშორისო გამოცდილება იყო გამოყენებული“, — განაცხადა თადუმაძემ.

ამასთან, საპარლამენტო მდივანმა არ გამორიცხა, რომ პლენარული მოსმენების დროს კანონპროექტში გარკვეული კორექტივები შევა.


ყველა ახალი ამბავი
0