სილამაზის კონკურსზე Miss union 2017 საქართველოს ანა კანკია წარადგენს

© photo: Sputnik / Murad OrujovMiss Union Baku 2016 - მაია ამაშუკელი
Miss Union Baku 2016 - მაია ამაშუკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შარშან Miss union 2016-ის გამარჯვებული ქართველი მაია ამაშუკელი გახდა.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. სილამაზის საერთაშორისო საქველმოქმედო კონკურსზე, რომელიც ავსტრიაში 29 აპრილს გაიმართება, საქართველოს 18 წლის მოდელი ანა კანკია წარადგენს.

ვენაში კონკურსზე მსოფლიოს 20 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბებიან, კერძოდ, აზერბაიჯანის, აშშ-ის, ავსტრიის, გერმანიის, საბერძნეთის, საქართველოს, კვიპროსის, ლიბანის, რუსეთის, სლოვაკეთის, თურქეთის, უკრაინის, ინდონეზიის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. 

მოდელი გოგონა - Sputnik საქართველო
ყველაზე გემოვნებიანი ქართველი გოგონების ტოპ-10

ყველა გოგონამ მკაცრი შესარჩევი ტური გაიარა და საკუთარ ქვეყანაში  Miss Union-ის გამარჯვებული გახდა.

 „სულ სამი წელია, რაც სამოდელო ბიზნესში ვარ. როდესაც შევიტყვე, რომ ამ კონკურსში მონაწილეობაზე კასტინგი ტარდებოდა, ჩემი ფოტოები გავაგზავნე, შემდეგ კი ორგანიზატორები დამიკავშირდნენ. კასტინგში 100-მდე გოგო იღებდა მონაწილეობას, მე გავიმარჯვე და საერთაშორისო დონის სილამაზის კონკურსში მონაწილეობის უფლება მოვიპოვე“, — განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ კანკიამ.

ანას თქმით, საქართველოს წარმოდგენა საერთაშორისო კონკურსზე — მისთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობაა და ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საპრიზო ადგილი დაიკავოს.

 „ბავშვობიდან ვოცნებობდი მოდელი ვყოფილიყავი, მაგრამ სიბეჯითე არ მყოფნიდა. რომ არა დედაჩემი, არაფერი გამომივიდოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მალე ვნებდები. დედაჩემი მამხნევებდა, როდესაც რომელიმე კასტინგს ვერ გავივლიდი და სხვა კასტინგებში მონაწილეობას მაძალებდა. როგორც ხედავთ, გამოვიდა“, — აღნიშნა ანამ. 

მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო ბიზნესში ანა დიდი ხანი არ არის, ის უკვე „მის ფოტოგენურობის“ და „ბრენდის სახის“ ტიტულების მფლობელია.

სილამაზის საერთაშორისო საქველმოქმედო კონკურსზე ვენაში ის ჟიურისა და მაყურებლის წინაშე წარდგება ჩოხით, საღამოსა   და კოქტეილის კაბით.

„მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ და კონკურსზე აფხაზურ ცეკვას ვიცეკვებ. პროფესიონალური ცეკვით ცხრა წელია ვარ დაკავებული და სწორედ ამ ცეკვის შესრულება გადავწყვიტე“, — დასასრულს აღნიშნა ანამ. 

მარიამ ბერძენიშვილი - Sputnik საქართველო
სილამაზის კონკურსის Little Miss Galaxy გამარჯვებული ქართველი გოგონა გახდა

საქართველო Miss Union-ზე მეორედ იღებს მონაწილეობას. გასულ წელს საქართველოს კონკურსზე 22 წლის მაია ამაშუკელი წარადგენდა, რომელიც ღონისძიების გამარჯვებული გახდა.

გასულ წელს, სილამაზის საერთაშორისო საქველმოქმედო კონკურსი Miss Union 2016 ბაქოში პირველად ჩატარდა, რომელზეც შემოსული თანხა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებს მოხმარდა. კონკურსის დევიზია: „სილამაზე გადაარჩენს სამყაროს!“.

სილამაზის საერთაშორისო საქველმოქმედო კონკურსი Miss Union 2016 ბაქოში პირველად ჩატარდა, მისგან შემოსული თანხები ონკოლოგიური ავადმყოფების სამკურნალოდ გამოიყენება. კონკურსის დევიზია: „მსოფლიოს იხსნის სილამაზე!“

ჟიური მონაწილეებს შემდეგი კრიტერიუმებით აფასებს — გარეგნობა, ნაციონალური კულტურის წარმოდგენა და ინტელექტუალური თვისებები.


ყველა ახალი ამბავი
0