მოდელი ქრისტინე ძიძიგური — პრინც ხუან ბაგრატიონზე დაქორწინების შემდეგ მიიღო გვარი ბაგრატიონ-მუხრანელი, „დიორის“ ყოფილი მოდელი გახლავთ და კლასიკურ სტილს არჩევს.
ლალო დოლიძე — გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და გამოკვეთილი დიზაინერია საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზიცაა. ლალო ხშირად ჩნდება საზოგადოებაში თვალშისაცემად გემოვნებიანი სამოსით.
ანანო სახელაშვილი — მოდელი, ძალიან, ძალიან ლამაზი გოგონა სტილის არაჩვეულებრივი გრძნობითა და განსაკუთრებული გემოვნებით. უყვარს კლასიკური და სპორტული სტილის ნარევი და, როგორც იტყვიან, ეთაყვანება თავსაბურავებს.
მარიამ გველესიანი — მოდელი, მის გარეშე ჩვენი ტოპ-ათეული ნამდვილად ვერ იქნებოდა სრულყოფილი. გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებითა და სილამაზით, თანაბრად მშვენივრად გამოიყურება როგორც სპორტულ, ისე კლასიკურ სამოსში.
მარიამ ხორგუაშვილი — ასეთებზე ამბობენ, რომ მილიონებად ღირებული გარეგნობა აქვთ. მარიამ დიდი ხანია შეჩვეულია ხალხის ყურადღებას არა მხოლოდ სილამაზის გამო, არამედ იმისაც, რომ ყოველთვის იცის, რა უხდება და რა უნდა ჩაიცვას.
ჯანეტ ქერდიყოშვილი — სილამაზის კონკურს „მის საქართველოს 2011-ის“ გამარჯვებული. საქართველოს სამოდელო სახლების მფლობელები ამბობენ, რომ ის „იდეალური გარეგნობის გოგოა“. უყვარს კლასიკური სტილი და ყოველთვის დახვეწილად აცვია. უყვარს ფერებით „თამაში“.
თაკო ჩხეიძე — ლამაზი, დახვეწილი მოდელი, თამამია ექსპერიმენტებში, რომლებიც სამოსს ეხება. მოხერხებულად უხამებს ერთმანეთს ავანგარდულ და კლასიკურ სტილს. ეს გასაკვირი არცაა, იმიტომ რომ თაკო ბავშვობიდან ეზიარა მოდას.
ნინო ბაჩიაშვილი — ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქართველი დიზაინერი. თვლიანი „აბადოკები“, ფერად-ფერად ყვავილებიანი შალები, ულამაზესი, ტანზე მომდგარი კაბები — ეს ნინოს სტილია, რომელსაც თამამად შეგიძლიათ მიჰყვეთ, თუ გსურთ, ნამდვილ ქალად იგრძნოთ თავი.
ნინო ვარდოსანიძე — ჟურნალისტი და ტელეწამყვანი. ჰაეროვანი და ფაქიზი, ყოველთვის გემოვნებით აცვია. ნინო სამართლიანადაა მიჩნეული ერთ-ერთ ულამაზეს გოგონად საქართველოში.
ირმა შარიქაძე — ფოტოხელოვანი, გამოირჩევა განსაკუთრებული სტილითა და ორიგინალობით. უყვარს თვალშისაცემი სამოსი. სხვათა შორის, ირმა დიზაინერიც გახლავთ და მისი შექმნილი ტანსაცმლით საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც სიამოვნებით იმოსებიან.