სილამაზის კონკურსის Little Miss Galaxy გამარჯვებული ქართველი გოგონა გახდა

© FB / Nino Shamanauriმარიამ ბერძენიშვილი
მარიამ ბერძენიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბულგარეთში სილამაზის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა, სადაც Little Miss Galaxy-ს ტიტულის მფლობელი მარიამ ბერძენიშვილი გახდა.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ბულგარეთში გამართულ სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე Little Miss & Mister Galaxy ექვსი წლის მარიამ ბერძენიშვილმა გაიმარჯვა.

საერთაშორისო კონკურსი Little Miss&Mister Galaxy მეათედ გაიმართა, მასში 50 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველომ ამ კონკურსში მეხუთედ მიიღო მონაწილეობა. წელს კონკურსი 13 მარტს დაიწყო.

"მოგვილოცეთ!!! გავიმარჯვეთ!!! ჩვენ კიდევ ერთხელ ვასახელეთ საქართველო!!! "პატარა მის გალაქსი-2017" მარიამ ბერძენიშვილი… შემოგვიერთდი, "კატრინში", ჩვენ გვიცნობს მსოფლიო", — დაწერა თავის Facebook-გვერდზე სამოდელო სააგენტო "კატრინის" დამფუძნებელმა, კონკურსის Little Miss Galaxy Georgia ორგანიზატორმა ეკატერინე მგალობლიშვილმა.

სასტუმრო Biltmore თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოში სილამაზის კონკურსი "მისტერ და მის თბილისი 2017" ჩატარდება

საქართველოს Little Miss & Mister Galaxy-ზე კიდევ ერთი ჯილდო ერგო — მგალობლიშვილი წელს კონკურსის "საუკეთესო ნაციონალური დირექტორი" გახდა.

კონკურსის პირველი ღონისძიება ეროვნულ კოსტიუმებს მიეძღვნა. მარიამი სცენაზე დიზაინერ ნუგზარ კვანტალიანის მიერ შეკერილი ქართული კაბით გავიდა.

შემდეგი ეტაპი იყო Fashion show, სადაც კონკურსის მონაწილეები საღამოს კაბებით გამოვიდნენ. მარიამისთვის კაბა ქართველმა დიზაინერმა ინგა შარვაძემ შეკერა. მესამე ტური ორგანიზატორებმა მონაწილეების ნიჭის გამოვლენას მიუძღვნეს. Talent show-ში მარიამმა შეასრულა "თბილისო" ექვსი წლის ანასტასია ბაკურაძესთან ერთად, რომელმაც გაიმარჯვა კონკურსში Little Miss Galaxy – 2014.

კონკურსის მეოთხე ტურში მონაწილეებმა ჟიურის საკუთარი ქვეყნის შესახებ მოუთხრეს.

კონკურსანტები შეხვდნენ ბულგარეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს. ყოველ წელს კონკურსის წევრები მათ საჩუქრებს გადასცემენ, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ტრადიციებისა და კულტურის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს.

ეკა მგალობლიშვილმა კონკურსის Little Miss Galaxy Georgia ჩატარების ლიცენზია 2012 წელს მიიღო. 2013 წელს მან პირველად ჩაატარა კონკურსი და გამოავლინა გამარჯვებული, რომელმაც შემდეგ საქართველო საერთაშორისო კონკურსზე Little Miss & Mister Galaxy წარადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0