საქართველოში გოგონებს პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტარდებათ

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიგრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. 2017 წელს ბოლოს საქართველოში 9 წლის  გოგონების ასაკობრივ ჯგუფში დაიწყება ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეტაპობრივი დანერგვა, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

„ევროპის იმუნიზაციის კვირეულის“ აღსანიშნავად, რომელიც 24-30 აპრილს იმართება, თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და სპეციალისტების მონაწილეობით ჩატარდა ღონისძიება, სადაც ცნობილი გახდა აღნიშნული ინიციატივის შესახებ.

იმუნოლოგების მტკიცებით, პაპილომავირუსის წინააღმდეგ აცრა, რომელიც გოგონებს სწორედ ამ ასაკში უნდა ჩაუტარდეს, საშვილოსნოს ყელის კიბოს  პრევენციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, ბავშვების ვაქცინაციაზე უარს მშობელთა 9% აცხადებს, რადგან ამას ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ მიიჩნევს. საქართველოში მცირე ასაკიდან ბავშვებს უტარდებათ В ჰეპატიტის, ტუბერკულიოზის, დიფტერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომელიტის, წითელას, წითურის, ეპიდემიური პაროტიტის აცრები. გარდა ამისა, ზამთრის დადგომისთანავე ექიმები გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებას ურჩევენ.

სმარტფონი - Sputnik საქართველო
მობილური აპლიკაცია მშობლებს ბავშვების აცრას შეახსენებს

2016 წელს საქართველოში მობილური აპლიკაცია შეიქმნა, რომლის დახმარებით შესაძლებელია დეტალური ინფორმაციის მიღება აცრებზე, ვაქცინებზე, უკუჩვენებებზე, გაფრთხილებებზე და ა.შ. აპლიკაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას მოახლოებულ აცრაზე შეხსენება წარმოადგენს. უფასო აპლიკაციის გადმოსატვირთად უნდა შეხვიდეთ  App Store-ში ან Google Play-ში ანდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

წელს „ევროპის იმუნიზაციის კვირეულის“ მიმდინარეობს სლოგანით  „ვაქცინები მოქმედებს! აცერი და დაიცავი!“ საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, 2007 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს.

„იმუნიზაციის კვირეულში“ ყველა წევრმა ქვეყანამ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს აცრების აუცილებლობაზე, რომლებიც გადამდები დაავადებების გავრცელებას ებრძვიან.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
როდის და სად ჩავიტაროთ გრიპის საწინააღმდეგო აცრა

ჯანმო-ს მონაცემებით, იმუნიზაციის პროგრამების განხორციელების შემდეგ მსოფლიოში ინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა.

მეტიც, ევროპული რეგიონის ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ველური პოლიომელიტის ვირუსისგან თავისუფალ ტერიტორიას წარმოადგენს.

1988 წლიდან 2015 წლამდე პოლიომიელიტით დაავადებულთა რაოდენობამ მთელ მსოფლიოში 99%-ით იკლო.  2016 წელს ევროპის რეგიონის 37 ქვეყანაში ენდემური წითელასა და/ან წითურას გავრცელებაც შემცირდა.

ჯანმო-ში მიიჩნევენ, რომ მიუხედავად მიღწევებისა, საჭიროა ამ მიმართულების უფრო მეტი ღონისძიების ჩატარება, რადგან ყოველწლიურად,  ევროპის რეგიონის ქვეყნებში 10.7 მილიონი ახალშობილიდან 650,000 არ იღებს დიფთერიის, ტეტანუსისა და ყივანახველას საწინააღმდეგო აცრებს.

ყველა ახალი ამბავი
0