მობილური აპლიკაცია მშობლებს ბავშვების აცრას შეახსენებს

© photo: Sputnik / Igor Russak / გადასვლა მედიაბანკშისმარტფონი
სმარტფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისთვის, რომ მშობლებს შვილების აუცილებელი ვაქცინაცია არ დაავიწყდეთ, საქართველოს ხელისუფლება 1 ივნისიდან მობილურ ტელეფონებში სპეციალურ აპლიკაციას გაააქტიურებს.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 1 ივნისიდან მობილური ტელეფონების სპეციალური აპლიკაცია გააქტიურდება, რომელიც მშობლებს შეახსენებს, როდის უნდა წაიყვანონ ბავშვი აცრებზე.

„აცერი და დაიცავი“ — ასეთი სახელწოდების აქცია საქართველოში იმუნიზაციის ევროპული კვირის (EIW) ფარგლებში დაიწყო.

„ყველა მშობელს ვთხოვთ, იცოდნენ მათი ბავშვების აცრის კალენდარი“, — განაცხადა პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ეს აპლიკაცია მშობელს საშუალებას მისცემს, მიიღოს მეტი ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, ვაქცინაციის უკუჩვენებისა და სხვა აუცილებელი თემების შესახებ.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში მოქმედი იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის ფარგლებში ბავშვებს 12 სახეობის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა უკეთდებათ.

ვაქცინა - Sputnik საქართველო
საქართველო ევროპის იმუნიზაციის კვირეულს შეუერთდა

იმუნიზაციის კვირის გახსნას ასევე ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. მისი თქმით, ღონისძიება მედპერსონალისთვის ამ მიმართულებით არსებული სიახლეების გაცნობის მიზნითაც ტარდება.

„მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში ყოველწლიურად იმართება იმუნიზაციის კვირეული. მას ორი ამოცანა აქვს, ერთი — სამედიცინო საზოგადოებას გააცნოს ის სიახლეები, რაც არის ამ მიმართულებით, მეორე კი — ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით ინტენსიური საინფორმაციო კამპანია აწარმოოს მოსახლეობისთვის სწორი განმარტებების მისაცემად და იმუნიზაციის აცრების მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ასახსნელად“, — განმარტა მინისტრმა.

შიდსი - Sputnik საქართველო
ექიმის რჩევები საქართველოს მოსახლეობას — როგორ დავიცვათ თავი დაბინძურებული ჰაერისგან

საქართველო იმუნიზაციის კვირეულში 2007 წლიდან მონაწილეობს. წელს ღონისძიება 24–30 აპრილს ტარდება.

ვაქცინის მეშვეობით მცირდება ისეთი დაავადებების რისკი, როგორებიცაა: დიფთერია, ყივანახველა, B ჰეპატიტი, წითელა, წითურა, პნევმონია, პოლიომიელიტი, როტავირუსული ინფექცია, ტეტანუსი და საშვილოსნოს ყელის კიბო.

საქართველოში 1996 წლიდან მოქმედებს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანიცაა ბავშვთა გარკვეულ ასაკში იმუნოპროფილაქტიკა.

წლევანდელი იმუნიზაციის კვირეული წითელისა და წითურის ელიმინაციის პროცესში მიღწევებსა და სირთულეებს მიეძღვნება.

ყველა ახალი ამბავი
0