როდის და სად ჩავიტაროთ გრიპის საწინააღმდეგო აცრა

© photo: Sputnik / Vitali Belousov / გადასვლა მედიაბანკშიგრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაფხული დამთავრდა და სიცივის მოახლოებასთან ერთად გრიპისა და ვირუსული დაავადებების საშიშროებაც მოახლოვდა. ყოველ წელს ადამიანები ერთსა და იმავე კითხვას სვამენ: საჭიროა თუ არა აცრის გაკეთება.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს ექიმები გრიპის საწინააღმდეგო აცრის უსაფრთხოებაზე საუბრობენ, მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავდება. ზოგი ამბობს, რომ ეს უსარგებლო და მავნე პროცედურაა, ზოგი კი საპირისპიროს ამტკიცებს.

Sputnik-ი შეეცდება გიამბოთ ყველაფერი გრიპის საწინააღმდეგო აცრის შესახებ, რა უნდა ვიცოდეთ, თუ მაინც აცრის ჩატარებას გადავწყვეტთ.

© © Sputnik/ Максим Богодвид თერმომეტრი და აბები
თერმომეტრი და აბები - Sputnik საქართველო
თერმომეტრი და აბები

პოტენციური სარგებელი და მავნებლობა აცრისგან. რა უნდა ვიცოდეთ?

გრიპის წინააღმდეგ ორი ტიპის ვაქცინა არსებობს — დახოცილი ვაქცინები გრიპის წინააღმდეგ და ცოცხალი შესუსტებული ვაქცინები. დახოცილი ვაქცინები კანქვეშ ნემსით შეჰყავთ, ხოლო შესასუსტებული ვაქცინები — ცხვირში შესხურებით.

გრიპის თავიდან აცილებისთვის აუცილებელია პირბადის გამოყენება - Sputnik საქართველო
როგორ მოვიქცეთ, როცა ქვეყანაში გრიპი მძვინვარებს — ექიმის რჩევები

აცრა გრიპს არ იწვევს იმისდა მიუხედავად, რომ ვირუსის შტამებს შეიცავს, ისინი ორგანიზმისთვის არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს.

ვისაც ნემსის ჩხვლეტის ეშინია, არსებობს ცხვირში შესასხურებელი სპრეები, რომლებიც ეფექტურობით ინექციებს ტოლს არ უდებს.

ზოგი ადამიანი ჩივის, რომ, გრიპის საწინააღმდეგო აცრის მიუხედავად, მაინც დაავადდნენ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ აცრა 100%-ით არ გვიცავს, მისი ეფექტურობის გამომსახველი პროცენტული მაჩვენებელი არ არსებობს. მაგრამ კვლევებით დამტკიცებულია, რომ მას დაავადებისა და შესაძლო გართულების ალბათობა მინიმუმამდე დაჰყავს. გარდა ამისა, აცრა დაავადების მიმდინარეობას ამსუბუქებს.

© photo: Sputnik / Alexander Kondratyukაცრა
აცრა - Sputnik საქართველო
აცრა

იმ პირებს, ვისაც კვერცხზე აქვს ალერგია, აცრას უნდა მოერიდოს. აცრა არ უნდა ჩაიტარონ პირებმა, ვისაც აქვს:

•    ალერგია ქათმის ცილაზე,

•    ქრონიკული დაავადების გამწვავება,

•    სხეულის მაღალი ტემპერატურა,

•    წინა ვაქცინაციის დროს სერიოზული რეაქციები

ყოველწლიური ვაქცინაციის ჩატარება განსაკუთრებით რეკომენდებულია ექვსი თვის ზევით ასაკის ბავშვებისთვის, ხანში შესული ადამიანებისთვის, ასევე ფილტვების, ღვიძლის, გულისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებების მქონეთათვის. ასევე, აცრა სასურველია შაქრიანი დიაბეტით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის და დაბალი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის.

მოზრდილი ადამიანებისთვის აცრის ჩატარება რეკომენდებულია შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად. ასევე, აცრა უტარდებათ ორსულ ქალებს, რადგან გრიპმა, შესაძლოა, ნაყოფის განვითარებაზე და თავად ქალის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედოს.

© © Fotolia/ Photographee.euგრიპიანი მამაკაცი
გრიპიანი მამაკაცი - Sputnik საქართველო
გრიპიანი მამაკაცი

აცრას რიგი გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს. ზოგიერთს ვაქცინაციის შემდეგ ნაჩხვლეტის ადგილი, შესაძლოა, შეუწითლდეს და შეუსივდეს. ასევე, შეიძლება მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ. ეს სიმპტომები, როგორც წესი, ორ დღეში გადის.

უნდა გვახსოვდეს, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრა მხოლოდ ერთ სეზონზე მოქმედებს. ეს იმითაა განპირობებული, რომ ვირუსები ყოველ წელს იცვლება, ამიტომ შარშანდელი ვაქცინა წელს უკვე აღარ იმოქმედებს.

როდის ჯობია აცრის ჩატარება?

აცრისთვის საუკეთესო პერიოდი შემოდგომაა. ვირუსული დაავადებები ნოემბრიდან აქტიურდება და თითქმის მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდება. აცრის ჩატარება სექტემბერ-ოქტომბერში ჯობია, რათა ნოემბრისთვის იმუნიტეტი უკვე გაძლიერებული იყოს.

გრიპი - Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით საქართველოში გრიპის ვირუსით 18 ადამიანია გარდაცვლილი

აცრა შესაძლებელია უშუალოდ ეპიდემიების სეზონის წინ.

უნდა ჩავუტაროთ თუ არა აცრა ბავშვებს?

კანონმდებლობა მშობლებს აძლევს არჩევნის უფლებას, გაუკეთოს ბავშვს აცრა თუ არა. ბავშვები, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში დადიან, რისკის ჯგუფში იმყოფებიან. ისინი ურთიერთობენ თანატოლებთან, პედაგოგებთან. უმრავლეს შემთხვაში მშობლები აცრაზე უარს ამბობენ მიუხედავად იმისა, რომ აქვთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვაქცინა, რომელიც ბავშვებისთვის გამოიყენება, არ შეიცავს კონსერვანტებს და მძიმე გვერდითი მოვლენების გამოწვევა არ შეუძლია.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში რბილი და თბილი კლიმატია, ვირუსული დაავადებები საკმაოდ ადრე — უკვე ოქტომბრის დასაწყისში აქტიურდება. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ ექიმ-ეპიდემიოლოგ ნინო ნიჟარაძის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, ახალი ვაქცინა საქართველოში უკვე ოქტომბრის ბოლოს იქნება, ხოლო ნოემბრიდან ყველა მსურველს შეეძლება აცრის ჩატარება.

„ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ, უსაფრთხო და აპრობირებულია. ვაქცინაცია, მათ შორის — ბავშვების — საშიში არაა. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ სასურველია, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრა ყველამ ჩაიტაროს. ეს განსაკუთრებით დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის არის რეკომენდებული“, — განაცხადა ნიჟარაძემ.

© photo: Sputnik / Vitaliy Ankovგრიპის ვირუსი სკოლაში
გრიპის ვირუსი სკოლაში - Sputnik საქართველო
გრიპის ვირუსი სკოლაში

გრიპის ყველა ვაქცინა, რომლებიც მსოფლიოს ყველა სამედიცინო დაწესებულებაში შედის, ჯანმო-ს მიერაა რეკომენდებული.

გასულ წელს აცრა საქართველოში 25 ლარი ღირდა. რა დაჯდება წელს, ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპის საწინააღმდეგო აცრა უფასოდ შეუძლია ჩაიტარონ მაღალი რისკის შემდეგმა ჯგუფებმა: ქრონიკული დაავადებების (დიაბეტი, დიალიზი) მქონე პირებმა 18 წლამდე, თავშესაფრებში მცხოვრებმა ბავშვებმა და მათმა მომსახურე პერსონალმა, სამედიცინო დაწესებულებების მიმღები განყოფილებების მომსახურე პერსონალმა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, რეანიმაციის, დიალიზის განყოფილებისა და ჯანმრთელობის საზოგადოებრივი ცენტრების პერსონალმა.

აცრის ჩატარება ქვეყნის თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0