ბოლო მონაცემებით საქართველოში გრიპის ვირუსით 18 ადამიანია გარდაცვლილი

© photo: Sputnik / Александр Кондратюк / გადასვლა მედიაბანკშიგრიპი
გრიპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, იკლო კლინიკებში დაავადებულტა მიმართვიანობის ინტენსივობამ, თუმცა თებერვალსა და მარტში გრიპის შემთხვევების ალბათობა მაინც დიდია.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით ამ დროისათვის 18 ადამიანია დაღუპული, მათგან 17 H1N1 შტამის ვირუსით და ერთი H3N2-ით. 

მიუხედავად აღნიშნული მონაცემებისა, სპეციალისტები გრიპის გავრცელების ინტენსივობის კლებაზე საუბრობენ.

გრიპის თავიდან აცილებისთვის აუცილებელია პირბადის გამოყენება - Sputnik საქართველო
როგორ მოვიქცეთ, როცა ქვეყანაში გრიპი მძვინვარებს — ექიმის რჩევები

 როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა  დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპით დაავადების 359 შემთხვევა, რომელთაგან უმეტესობა H1N1 შტამის ვირუსია. ხოლო გარდაცვალების ყველა შემთხვევა კლინიკებში დაგვიანებულ მიმართვასა და თანმდევ ქრონიკულ დაავადებებთან იყო დაკავშირებული. 

 

ყველა ახალი ამბავი
0