"ინტერ რაო" ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით საქართველოსგან კომპენსაციას ითხოვს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია "თელასი"
თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ინტერ რაოს" ჰოლანდიური შვილობილი კომპანიები, რომლებიც საქართველოში ენერგოკომპანიებს ფლობენ, მთავრობისგან ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით კომპენსაციას მოითხოვენ.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. რუსული ენერგოჰოლდინგის, "ინტერ რაოს" შვილობილმა კომპანიებმა საქართველოს ხელისუფლებას ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ინვესტიციების კომპენსაციებზე საინვესტიციო დავის შესახებ წერილობით აუწყა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Ведомости-ზე დაყრდნობით.

წერილები პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრების სახელზე გამოგზავნეს "ინტერ რაოს" ნიდერლანდების სტრუქტურებმა Gardabani Holdings B.V. და Silk Road Holdings B.V. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ დავა გამოწვეულია საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ინტერესების სტიმულირებისა და ურთიერთდაცვის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების საქართველოს მხრიდან დარღვევის გამო (ვალდებულებების შეუსრულებლობა).

ენერგეტიკა - Sputnik საქართველო
„ინტერ რაომ“ „მტკვარი ენერგეტიკის“ 100%-იანი წილი გაყიდა

Silk Road ელექტროგამანაწილებელი კომპანია "თელასის" 75,11%-ს ფლობს — პაკეტი საქართველოს მთავრობისგან 1998 წელს შეიძინეს. Gardabani-მ ჰესების — "ხრამი-1" და "ხრამი-2" 100% 2011 წელს შეიძინა.

"შესყიდვა-გაყიდვის შეთანხმებები ითვალისწინებს, რომ კომპანიების მომსახურების ტარიფები ლარის აშშ დოლართან და იენთან ("ხრამი-2"-თან დაკავშირებით) მიმართებით გაუფასურების შემთხვევაში გაიზრდება", — აღნიშნულია წერილში, იუწყება გაზეთი.

მაგრამ 2014 წელს რეგულატორმა შექმნა ტარიფების გათვლის მეთოდოლოგია, რომელიც არ მოიცავს შეთანხმებებში გათვალისწინებულ გარანტიებს. 2013-2016 წლებში ლარი აშშ დოლართან მიმართებით 31%-ით გაიაფდა, იენთან მიმართებით — 13%-ით. კომპანიებს "ხრამსა" და "თელასს" რეგულატორმა 2016 წელს ტარიფების გაზრდაზე უარი განუცხადა, წერს გამოცემა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ელექტროენერგიაზე ტარიფები არ შეიცვლება

"ინტერ რაოს" წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე ტარიფში გათვალისწინებული არ არის ლარის გაუფასურების ფაქტორი, კომპანიას სურს, შეთანხმებები მკაფიოდ შესრულდეს, კომპენსაციას, მისი თქმით, შეიძლება "ათეულობით მილიონი დოლარი" შეიძლება შეედგინა. "კომპანიას მუდმივი დიალოგი აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან და ამ აქტივების გაყიდვას არ აპირებს", — განაცხადა მან.

Gardabani და Silk Road-ი წერილებში არ უთითებენ, რა კომპენსაციის მიღებას აპირებენ, მხოლოდ აცხადებენ, რომ დავის გადაწყვეტა მოლაპარაკებების გზით სურთ, მაგრამ საერთაშორისო არბიტრაჟში მიმართვის უფლებას იტოვებენ

თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი ბოლოს 2015 წლის სექტემბერში გაიზარდა. მაშინ ლარის კურსი იყო 2,3 GEL/$, ამჟამად კურსი 2,4 GEL/$-ია.

 

ყველა ახალი ამბავი
0