„ინტერ რაომ“ „მტკვარი ენერგეტიკის“ 100%-იანი წილი გაყიდა

© photo: Sputnik / Виталий Аньков / გადასვლა მედიაბანკშიენერგეტიკა
ენერგეტიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო ინვესტორთა კონსორციუმმა რუსული კომპანიისაგან თბილისის მახლობლად მდებარე თბოელექტროსადგური შეიძინა. ამჟამად „ინტერ რაოს“ საკუთრებაში რჩება თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია და ჰესი მდინარე ხრამზე.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. „ინტერ რაოს“ ჯგუფმა დაასრულა შპს „მტკვარი ენერგეტიკას“ აქციების 100%-ის მფლობელი სტრუქტურის გაყიდვის პროცედურა. მყიდველი საერთაშორისო ინვესტორთა კონსორციუმია, იტყობინება რუსული ენერგოკომპანია. 

თბოელექტროსადგური „მტკვარი“ გარდაბნის მახლობლად თბილისიდან 40 კმ-ში მდებარეობს და ორი ენერგობლოკისაგან შედგება. ენერგობლოკები 1990-იან წლებში აშენდა და თითოეულის დადგმული სიმძლავრე 300მვტ-ია. თბოელექტროსადგური ძირითად საწვავად გაზს იყენებს. 

„ჯგუფი „ინტერ რაო“  2020 წლამდე კომპანიის განვითარების სტრატეგიის თანახმად, ბიზნესის განვითარებით ძირითადად რუსეთის ფედერაციაშია დაინტერესებული. ამასთან ჩვენ განვაგრძობთ საქართველოში აქტიურ მუშაობას, როგორც ჰიდროგენერაციის, ასევე ელექტროენერგიის განაწილებისა და გასაღების სეგმენტში“, — განაცხადა „ინტერ რაოს“ სტრატეგიებისა და ინვესტიციების ბლოკის ხელმძღვანელმა ილნარ მირსიაპოვმა. 

ბორის კოვალჩუკი - Sputnik საქართველო
„ინტერ რაო“ მზად არის საქართველოში თავისი ელექტროსადგურები გაყიდოს

მარტის ბოლოს „ინტერ რაოსთან“ დაახლოებულმა  წყარომ განაცხადა საქართველოში „ინტერ რაოს“ აქტივების ნაწილის შესაძლო გაყიდვების შესახებ. მისი ინფორმაციით საუბარი იყო საწარმო „მტკვარი ენერგეტიკაზე“, უფრო სწორად მის გენერირებად აქტივებზე — თბილისის თბოელექტროსადგურის ორ ბლოკზე ჯამური სიმძლავრით 600 მვტ. 

მაშინ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ დაადასტურა რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებების წარმოების ფაქტი და განაცხადა რომ მათ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ GIG აწარმოებს. 


ყველა ახალი ამბავი
0