თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. „ინტერ რაო“ არ გეგმავს საქართველოში ელექტროქსელი გაყიდვას, შესაძლოა განიხილოს ელექტროსადგურების გაყიდვის საკითხი კარგი ფასის შემთხვევაში, განუცხადა ჟურნალისტებს კომპანიის მმართველობის წარმომადგენელმა ბორის კოვალჩუკმა.
„ქსელების გაყიდვას ნამდვილად არ ვგეგმავთ, იქ ნორმალური აქტივია. საქართველოს მთავრობასთან ერთად გამომუშავებულია შეწონილი სატარიფო პოლიტიკა, რომელიც ჩვენი შემოსავლების გარანტიას გვაძლევს და ასევე შეიცავს ტარიფების აწევის შემაფერხებელ ფაქტორს, მათ შორის მოსახლეობის ნაკლებშემოსავლიანი ნაწილისათვის. რაც შეეხება გენერირებად აქტივებს, ჩვენ შეიძლება განვიხილოთ ცალკეული წინადადებები, თუკი კარგი ფასი იქნება“, — თქვა კოვალჩუკმა.
„არა ერთი შემოთავაზებაა, ამიტომ ჩვენ ვაანალიზებთ“, — უპასუხა კოვალჩუკმა კითხვაზე არის თუ არა შეთავაზებები კომპანიის მიერ საქართველოში გენერირებადი აქტივების გაყიდვის შესახებ.
მარტის ბოლოს „ინტერ რაოსთან“ დაახლოებულმა წყარომ განაცხადა საქართველოში „ინტერ რაოს“ აქტივების ნაწილის შესაძლო გაყიდვების შესახებ. მისი ინფორმაციით საუბარი იყო საწარმო „მტკვარი ენერგეტიკაზე“, უფრო სწორად მის გენერირებად აქტივებზე — თბილისის თბოელექტროსადგურის ორ ბლოკზე ჯამური სიმძლავრით 600 მვტ.
მაშინ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ დაადასტურა რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებების წარმოების ფაქტი და განაცხადა რომ მათ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ GIG აწარმოებს.