„ინტერ რაომ“ შესაძლოა საქართველოში აქტივების ნაწილი გაყიდოს

© photo: Sputnik / Виталий Аньков / გადასვლა მედიაბანკშიენერგეტიკა
ენერგეტიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ინტერ რაოს“ პრესსამსახურში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს, თუმცა კომპანიასთან დაახლოებულმა წყარომ აღნიშნა, რომ საუბარია საწარმო „მტკვარი ენერგეტიკას“ აქტივებზე.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik.  „ინტერ რაომ“ შესაძლოა საქართველოში აქტივების ნაწილი გაყიდოს, ამის შესახებ РИА Новости-ს კომპანიასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა. 

მისი ინფორმაციით, საუბარია საწარმო „მტკვარი ენერგეტიკაზე“. უფრო დაზუსტებით, განიხილება გენერირებადი აქტივები — თბილისის ელექტროსადგურის ორი ენერგობლოკი ჯამური სიმძლავრით 600 მვტ. საუბარი სხვა აქტივებზე არ მიმდინარეობს. 

რუსული კომპანიის პრესსამსახურში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ასეთი შეთანხმება ამ დროისათვის არ ყოფილა. 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში დაადასტურეს ქართული მხრიდან „ინტერ რაოსთან“ მოლაპარაკების ფაქტი. 

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ მოლაპარაკებები „ინტერ რაოსა“ და GIG (საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს) შორის ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული“, — უთხრა სააგენტოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა. 

Ереван - Sputnik საქართველო
„ინტერ რაომ“ „სომხეთის ელექტროქსელების“ 25% გაყიდა

შპს „მტკვარი ენერგეტიკას“ ფუნქციონირების ძირითადი მიმართულება ელექტროენერგიის წარმოება და რეალიზაციაა.  ელექტროენერგიის წარმოება ხდება თბოელექტროსადგურზე, რომელიც ქალაქ გარდაბნის მახლობლად მდებარეობს. იგი ორი ენერგობლოკისაგან შედგება (N9 და N10), თითოეული 300მვტ სიმძლავრით. გარდა „მტკვარი ენერგეტიკისა“, საქართველოში „ინტერ რაოს“ სტრუქტურის აქტივებშია ასევე ჰიდროენერგეტიკული აქტივები — სს „ხრამ ჰესი-1“ და სს „ხრამ ჰესი —2“, ასევე კომპანია „თელასი“. 

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც აერთიანებს და მართავს 40-მდე კომპანიას ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მოპოვების, სამშენებლო მასალების წარმოების, ლოგისტიკის, უძრავი ქონების, მედია-ბიზნესის და სხვა სექტორებში.  


ყველა ახალი ამბავი
0