„ინტერ რაომ“ „სომხეთის ელექტროქსელების“ 25% გაყიდა

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიЕреван
Ереван - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ინტერ რაომ“ განაცხადა, რომ „სომხეთის ელექტროქსელებისა“ და რაზდანის თეს-ის პაკეტები გაყიდა და თავისი წილი 100%-დან 75%-მდე შეამცირა. გარიგების ჯამური ღირებულება 8,25 მილიონი დოლარია.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. “ინტერ რაომ“ გაყიდა  25%-იანი აქციების პაკეტი „სომხეთის ელექტროქსელებში“ და რაზდანის თეს-ში, რითაც თავისი წილი ამ კომპანიებში 50%-მდე შეამცირა, ნათქვამია რუსული კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

„ინტერ რაომ“  2015 წლის 8 დეკემბერს შეამცირა თავისი წილი „სომხეთის ელექტროქსელებში და რაზდანის თეს-ში 74,9999% —დან 50 %-მდე, —ნათქვამია ინფორმაციაში. 

რუსულმა კომპანიამ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ ჯგუფ „ტაშირს“ „სომხეთის ელექტროქსელებსა“ და რაზდანის თეს-ს მიჰყიდის.  სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების რეგულირების კომისიამ, უკვე გასცა ნებართვა „სომხეთის ელექტროქსელების“  აქციების 100% გაყიდვაზე. წყარომ რუსულ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს აცნობა, რომ გარიგება სამ ეტაპად შედგება: თავიდან იყიდება 25%, მერე ისევ 25% და ბოლოს 50%.

30 ოქტომბერს „ინტერ რაომ“ განაცხადა, რომ „სომხეთის ელექტროქსელებისა“ და რაზდანის თეს-ის პაკეტები გაყიდა და თავისი წილი 100%-დან 75%-მდე შეამცირა. გარიგების ჯამური ღირებულება 8,25 მილიონი დოლარია. 


ყველა ახალი ამბავი
0