თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა: მომხრეები და მოწინააღმდეგეები

© photo: Sputnik / Pavel Lisicin / გადასვლა მედიაბანკშისაფერფლე
საფერფლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება თამბაქოს წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრებაზე მუშაობს, ამის პარალელურად კი ქვეყანაში თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი მატულობს.

საქართველოს პარლამენტი მეორე მოსმენით ემზადება კანონში შესწორებების მისაღებად, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს მოწევის შეზღუდვას ან მთლიანად აკრძალვას ეხება. თავიდან კანონპროექტის ავტორი, „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი გუგული მაღრაძე ხელისუფლებას სიახლის დანერგვას 1 ივლისიდან სთავაზობდა, თუმცა, მოგვიანებით კანონმდებლებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის საფუძველზეც კანონი ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევა.

ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ კანონპროექტების პაკეტში მეორე მოსმენისას სერიოზული ცვლილებები შევიდეს. საქართველოს ხელისუფლება უკმაყოფილოა პროექტით და საკუთარი ვარიანტის წარდგენას აპირებს, რომელსაც საფუძვლად რესტორნების ბიზნეს-წრეების ინტერესები დაედება. 

Давид Сергеенко - Sputnik საქართველო
დავით სერგეენკო თამბაქოს შესახებ კანონპროექტზე

დღეს საქართველოში რესტორნების რამდენიმე ქსელი უკვე მუშაობს პრინციპით „ჩვენთან არ ეწევიან“ და მათ თავისი კლიენტურა ჰყავთ. ეს რესტორნები ოჯახურ წყვილებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ასევე არის რიგი კაფე-ბარებისა, რომლებშიც ეს აკრძალვა უკვე მოქმედებს.

2016 წელს 2010 წელთან შედარებით,  საქართველოში მწეველთა რიცხვი 30%-დან 33%-მდე გაიზარდა.

რა შეიძლება შეიცვალოს

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესწორებების თანახმად, მოწევა საქართველოში პრაქტიკულად ყველა შენობაში აიკრძალება, გარდა კერძო სახლებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა. 

გარდა ამისა, კანონში შესწორებების თანახმად, თამბაქოს მოწევა სრულიად უნდა აიკრძალოს  საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობაში, სასწავლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკებში, ბავშვთა გასართობ ცენტრებში და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ სხვა დაწესებულებებში, სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში, სტადიონებზე, ბენზინგასამართ სადგურებზე და ადგილებში, სადაც აალებადი ნივთიერებები ინახება. 

აქცია თამბაქოს მოწევის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
საქართველოში მწეველთა რაოდენობა იზრდება

მიღებული შესწორებების შემთხვევაში, საქართველოში არსებულ ყველა სასტუმროში ნომრების დაახლოებით 50% არამწეველთათვის უნდა იყოს განკუთვნილი. ხოლო კაფე-ბარებში, საზკვების ობიექტებში, კაზინოებში, სილამაზის სალონებში, მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში მოსაწევ ადგილს საერთო ფართობიდან 20%-ზე მეტი არ უნდა ეკავოს, რომელიც კედლით იქნება გამოყოფილი.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმის გაყიდვას სასწავლო, სამედიცინო, კულტურული, სახელმწიფო და სპორტული დაწესებულებების გვერდით, ასევე მაღაზიებში ბავშვთა განყოფილებებში და ღია ვიტრინებში. 

თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის წესების დარღვევა 150-დან 50 ათას ლარამდე ოდენობით ჯარიმას, თეატრალურ დადგმებსა და მასმედიაში მოწევის დემონსტრირება და რეკლამირება — 10 ათას ლარს, ხოლო უადგილო ადგილას მოწევა — 50 ლარს ითვალისწინებს.

კანონპროექტში შესწორებების მომხრეთა პოზიცია

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით კანონპროექტს მხარი უკვე დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ აღნიშნა, ახალი რეგულაციები ხელს შეუწყობს საქართველოში მწეველთა რაოდენობის შემცირებას.

„საქართველოში მწეველთა რაოდენობა 1-2%-ით შემცირდება.  1-2%-ით შემცირება ტრილიონიანი შემოსავლის მქონე ინდუსტრიისთვის არაფერია. პირიქით, აქციზის ზრდის პირობებში, ისინი საუკეთესო პოზიციაში იმყოფებიან. მე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ვთვლი, რომ რაც უფრო ადრე გაკოტრდება თამბაქოს ბიზნესი მსოფლიოში, მით უფრო უკეთესი იქნება“, — განაცხადა ზოიძემ.

კანონპროექტის მომხრეთათვის გაუგებარია საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც რესტორნების ქსელისა და თამბაქოს ბიზნესის ინტერესებს იცავს.

„შესწორებები მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრიის წინააღმდეგაა მიმართული. ხელისუფლება კი რესტორნების ბიზნესის სახელით საუბრობს, რაც არასწორია. ჩვენი კვლევა ამტკიცებს, რომ მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს რესტორნებსა და ბარებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას“, — განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“  ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ. 

© photo: Sputnik / Stanislav Kozliakowskyცხოვრება სიგარეტთან ერთად
ცხოვრება სიგარეტთან ერთად - Sputnik საქართველო
ცხოვრება სიგარეტთან ერთად

 

ყველა ახალი ამბავი
0