დავით სერგეენკო თამბაქოს შესახებ კანონპროექტზე
„აქ რეალურად სასწორის ერთ პინაზე არის ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ხოლო მეორე მხარეს — რომელიმე, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი სარეკლამო კომპანიის შემოსავლები. საით გადაიხრება გადაწყვეტილება, ალბათ, გასაგებია“, — განუცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს.
მინისტრის თქმით, თამბაქოს წინააღმდეგ სტრატეგიაზე მუშაობა ბოლო 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს მოძრაობა კი 2010 წელს დაიწყო, როდესაც ქვეყანამ საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი მიიღო.