ქართული „ვუდსტოკი“ 2017 წლის ზაფხულში კახეთში გაიმართება

© Anastasia SchreiberBlues and Wine Fest
Blues and Wine Fest - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი ქართული საერთაშორისო ბლუზ–ფესტივალის მონაწილეები იქნებიან კრის ჯაგერი, კენი უეინი, ჯეისი სმიტი და სხვები.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ქართველ მელომანებს სამთვიანი ქართული „ვუდსტოკი“ელოდებათ –კახეთში პირველად ჩატარდება საერთაშორისო ბლუზ–ფესტივალი Blues&Wine („ბლუზი და ღვინო“).

ღონისძიება 9 ივნისიდან 3 სექტემბრის ჩათვლით ვაშლოვანის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

საერთაშორისო ბლუზ–ფესტივალი კომპანია Blues Village–ის, ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის Blues&Wine-ის საინფორმაციო პარტნიორი 2017 წელს საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“ გახდა.

ბეთ ჰარტი - Sputnik საქართველო
ბლუზის დედოფალი ბეთ ჰარტი შემოდგომაზე თბილისში კონცერტს გამართავს

პროექტის მიზანია მუსიკის, კერძოდ კი ბლუზის პოპულარიზება. ფესტივალის სტუმრებს ელოდებათ კონცერტები ბლუზის მსოფლიო და ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით, ჯემსეიშენები, მასტერ–კლასები და წვეულებები. და ეს ყველაფერი ღია ცის ქვეშ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

ფესტივალის ინიციატორი და იდეური სულის ჩამდგმელი კოკა ცქიტიშვილია – ბენდ T.Blues Mob–ის ბლუზ–მუსიკოსი და ლიდერი. როგორც ცქიტიშვილი მიიჩნევს, ფესტივალის რეალური სარგებელი ისაა, რომ ათი ქვეყნის ცნობილი მუსიკოსები საქართველოში ჩამოვლენ და ახალგაზრდობას აჩვენებენ, რა არის კარგი და ხარისხიანი მუსიკა.

„ეს იქნება ერთ–ერთი ყველაზე დიდი ოფენ–ეარი, რაც კი პოსტსაბჭოთა სივრცის ტერიტორიაზე ჩატარებულა. სამთვიანი ფესტივალი არასდროს ჩატარებულა. ეს, პრაქტიკულად, პატარა „ვუდსტოკია“ – მე ასე ვუწოდე. ცამეტი შემსრულებელი მთელი მსოფლიოდან. გარდა ამისა, მე პარასკეობით გამოვალ. და ერთ–ერთ დღეს ერთ სცენაზე გამოვლენ სომეხი და თურქი ბლუზ–ბენდები. მათ მოველაპარაკე და რდაგანაც ისინი, პირველ რიგში, მუსიკოსები არიან, სიხარულით დათანხმდნენ. ჩვენთან რეალურად საოცარი რამეები მოხდება“, – განუცხადა Sputnik–ს ცქიტიშვილმა.

საერთაშორისო ბლუზ–ფესტივალი Blues&Wine ქვეყნისთვის საინტერესო და მომგებიანი ბევრი მიზეზით არის.

„საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთვის ეს პროექტი მნიშვნელოვანია, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ხდება კახეთში, ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე. მეორეც, ეს პირველი საერთაშორისო მასშტაბის ბლუზის ფესტივალია, რომელიც საქართველოში ჩატარდება და მრავალ უცხოელ მუსიკოსს უმასპინძლებს, რომლებიც პირველად გაიცნობენ ჩვენს ქვეყანას. დაბოლოს, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ პროექტში  და დაეხმარება მას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასმედიის მეშვეობით ღონისძიების გაშუქებაში“, – განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ.

კინოაფიშა - Sputnik საქართველო
ფესტივალი CineDOC-Tbilisi – ხუთი წლის იუბილეს სოლიდური პროგრამით აღნიშნავს

კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რეგიონისთვის, მისი ეკონომიკის განვითარებისა და ტურისტების მოზიდვისთვის, ძალზე მნიშვნელოვანია ფესტივალის მდიდარი კულტურული პროგრამა.

„არ დავმალავ, რომ ამ იდეის დაბადებისას ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ასეთი მასშტაბის ფესტივალი შეიძლებოდა კახეთში გამართულიყო. მაგრამ ბლუზი ყველა თაობას აერთიანებს. და ამ კონკრეტულ ფესტივალში აქტიურად არის ჩართული ჩვენი მხარის ბევრი კომპანია. ვიწვევ ყველას კახეთში და თავისუფალ, საინტერესო და თბილ ატმოსფეროს ვპირდებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ბლუზი ყველა თანამედროვე სტილის დედაც არის და მამაც, მიიჩნევს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი, რომელიც პირობას დებს, რომ ბლუზ–ფესტივალის სტუმრებს ძალზე საინტერესო პროგრამა ელოდებათ.

„და მთავარი – ქართული ბლუზის ცოცხალი ლეგენდა – კოკა ცქიტიშვილია, რომელმაც ქვეყანაში მუსიკის ეს სტილი შეინარჩუნა და მისი პოპულარიზებისთვის ყვეკაფერს აკეთებს“, – აღნიშნა კანდელაკმა.

პირველი ქართული საერთაშორისო ბლუზ–ფესტივალის მონაწილეები გახდებიან ამერიკელი ბლუზმენები კრის ჯაგერი (მიკ ჯაგერის ძმა), კენი უეინი, ჯეისი სმიტი, ცნობილი ბრიტანელი ბლუზ–გიტარისტი ბენ პული, ასევე უნიკალური სოულ–მომღერალი შარონ ლიუისი და მრავალი სხვა.

ბლუზის გარდა, ფესტივალზე აჟღერდება როკ–ნ–როლი, როკი, ბუგი, გოსპელი, სოული და სხვა. სულ ღონისძიებაზე დაგეგმილია 13 კონცერტი სუპერვარსკვლავების მონაწილეობით მსოფლიოს 10 ქვეყნიდან.

„ფესტივალზე ყოველ პარასკევს დაუკრავს T.Blues Mob, ყოველ შაბათს – უცხოელი შემსრულებლები. ხოლო კვირას ფესტივალის სტუმრებისთვის ჯემსეიშენები ჩატარდება. ყველაფერი მაღალ დონეზე იქნება ორგანიზებული – სტუმრების კომფორტისთვის“, – აღნიშნა კომპანია Blues Village–ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი ალიბეგაშვილმა.

ადგილზე, სადაც ფესტივალი უნდა გაიმართოს, მოეწყობა მთელი ინფრასტრუქტურა: ადგილები კარვებისთვის, კვების ობიექტები და ბიოტუალეტები. სპეციალურად სტუმრებისთვის თბილისიდან უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს.
ფესტივალის ბილეთები და აბონემენტები უახლოეს მომავალში გაიყიდება ონლაინ.

ყველა ახალი ამბავი
0