ბლუზის დედოფალი ბეთ ჰარტი შემოდგომაზე თბილისში კონცერტს გამართავს

© AP Photo / Paul A. Hebertბეთ ჰარტი
ბეთ ჰარტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი და კომპოზიტორი ბეთ ჰარტი თბილისში უკვე გამოვიდა სოლო კონცერტით და მონაწილეობდა ფესტივალში Tbilisi Open Air.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. თანამედროვე ბლუზის ლეგენდა, ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი და კომპოზიტორი ბეთ ჰარტი თბილისში, ძველი იპოდრომის პარკში 2017 წლის 18 ნოემბერს გამოვა.

ბეთ ჰარტს სამეფო ბლუზის ახალ დედოფალს უწოდებენ და ხშირად ადარებენ დიდ ჯენის ჯოპლინს, რომლის როლსად დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით ასრულებდა ბროდვეის ცნობილ მიუზიკლში Love, Janis. ბეთმა, რომლის შემოქმედებაშიც შერწყმულია როკი, ბლუზი, გოსპელი, ჯაზი და კლასიკა, კარიერა ლოს–ანჯელესის კლუბებში დაიწყო. ის პოპულარული ჰიტის LA Song (Out of This Town) მერე გახდა, რომელიც ჟღერდა სერიალში "ბევერლი–ჰილსი, 90210".

მისი კარიერის კიდევ ერთი პიკი გახდა ჯგუფ Deep Purple–ის ფირფიტა Bananas–ზე მუშაობა – ანსამბლის ისტორიაში პირველად იან გილანმა ჩანაწერში თავისი ხმის გარდა კიდევ ერთი ხმის აჟღერების ნება დართო. ბეთმა ასევე დუეტში იმღერა ლეს პოლთან, ნილ შონთან, სლეშთან და ჯო ბონამასთან ერთად.

მომღერალმა 2012 წელს გამოუშვა თავისი მეცხრე სოლო ალბომი Bang Bang Boom Boom, ხოლო 2015–2016 წლებში – Better Than Home და Fire on the Floor.

ბეთ ჰარტი თბილისში პირველად არ ჩამოვა. ის საქართველოს დედაქალაქში ორჯერ გამოვიდა – 2014 წელს სოლო კონცერტით და 2015 წელს – ფესტივალზე Tbilisi Open Air.

ყველა ახალი ამბავი
0