საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა კიდევ ორმა პარტიამ დატოვა

© Sputnik / Alexander Imedashviliირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში შემავალი რვა პარტიიდან, კომისიაში მხოლოდ ოთხი პარტია დარჩა.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია კიდევ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ — „პატრიოტთა ალიანსმა“ და პარლამენტის ექს-სპიკერის, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ დატოვა.

ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოსთან“ რიგ საკითხებთან მიმართებით, მათ შორის, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებების გამო არაერთხელ გამოხატეს უკმაყოფილება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის თაობაზე.  

ირმა პავლიაშვილი - Sputnik საქართველო
რა უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში ქალებისთვის

გასულ კვირას საკონსტიტუციო სასამართლო ორმა ოპოზიციურმა პარტიამ დატოვა — „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სახელმწიფო ხალხისთვის“.

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობდა რვა პოლიტიკური პარტია, მათ შორის, მმართველი პარტია „ქართულო ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. გამორიცხული არ არის, რომ კომისიის მუშაობას მიმდინარე კვირაში ბოიკოტს სხვა პარტიებიც გამოუცხადებენ — „თავისუფალი დემოკრატები“, ლეიბორისტული პარტია და „მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველო“. 

„დღეს საპარლამენტო უმრავლესობა სახელმწიფო პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. უმრავლესობის მხრიდან ხელისუფლების უზურპაცია ხდება… ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პარტნიორების მოთხოვნებს. ჩვენ პარტნიორებს პროტესტის სხვადასხვა ფორმებს შევთავაზებთ“, — განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან. 

მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
მამუკა მდინარაძე: ამ ეტაპზე „ნაცმოძრაობის“ გადაწყვეტილება ნამდვილად სასაცილოა

ინაშვილი არ გამორიცხავს პროტესტის ნიშნად შიმშილობის აქციის დაწყებას.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის სიტყვებით, პარტიამ საკონსტიტუციო კომისიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მმართველ პარტიასთან კონსენსუსის არარსებობის გამო მიიღო.

„დემოკრატიული მოძრაობა“ იმ პირობას ასრულებს, რომლის შესახებაც ჩვენ კომისიაში შესვლისთანავე განაცხადა. ჩვენ ვტოვებთ საკონსტიტუციო კომისიას, რამდენადაც იქ არანაირი დიალოგი და კონსენსუსი არ არის. ხელისუფლება მარტო დარჩება საკუთარ თავთან და თავად დაუჭერენ მხარს საკუთარ გადაწყვეტილებას“, — განაცხადა ახვლედიანმა.

კვირის ბოლოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც მოხდება იმ საკითხებთან დაკავშირებით კენჭისყრა, რომელიც სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ფორმატში იყო განხილული. 

ვენეციის კომისიის დელეგაცია - Sputnik საქართველო
ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებს გაეცნო

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა — ადამიანის უფლებათა,  ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა, საქართველოს პარლამენტისა და ფინანსების და ასევე საქართველოს პრეზიდენტის,  მთავრობის და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი.

ქვეყნის ძირითად კანონში  საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული  შესწორებების საბოლოო ვარიანტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტს 30 აპრილამდე წარედგინება.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. პირველ ეტაპზე სამუშაო ჯგუფებმა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის, ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ წარდგენილი ყველა ინიციატივა შეაგროვეს, რის შემდეგაც  დეტალური განხილვა დაიწყო.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0