მამუკა მდინარაძე: ამ ეტაპზე „ნაცმოძრაობის“ გადაწყვეტილება ნამდვილად სასაცილოა

© FB / Mamuka Mdinaradzeმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ოპოზიციური პარტიაა, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობიდან გავიდა.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობიდან გავიდა. ეს მეორე ოპოზიციური პარტიაა, რომელმაც კომისიის რიგები დატოვა. 

ვენეციის კომისიის დელეგაცია - Sputnik საქართველო
ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებს გაეცნო

„ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა ყოფილიყო წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიული პროცესების განვითარებისაკენ. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას ამოძრავებდა სხვა მიზნები, რომლებიც გამოიხატებოდა ძალაუფლების უზურპაციაში და ეს კომისია გამოყენებული იყო ამ მიზნების მისაღწევად“, — განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა კომისიაში რომან გოცირიძემ.

„ნაცმოძრაობას“ იმედი აქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის, ვენეციის კომისია ყურადღებას მიაქცევენ მიმდინარე პროცესებს.

მმართველ პარტიაში სასაცილო უწოდეს „ნაცმოძრაობის“ გადაწყვეტილებას.

„ამ ეტაპზე ნამდვილად სასაცილოა საკონსტიტუციო კომისიის დატოვება, რადგან კომისიამ პრაქტიკულად დაასრულა მუშაობა… როგორც ჩანს, მათ კომპეტენციის პრობლემებიც აქვთ, რადგან თუ ჰკითხავთ, რა საკითხები დააყენეს და რა არ გაითვალისწინა კომისიამ, მათ ამაზე პასუხი ვერ ექნებათ“, — განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

მანამდე, ორშაბათს არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ წარმომადგენელმა ნიკა მაჩუტაძემ განაცხადა, რომ განზრახული აქვს საკონსტიტუციო კომისიის რიგების დატოვება, ვინაიდან, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ვიწროპარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობს.

ირმა პავლიაშვილი - Sputnik საქართველო
რა უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში ქალებისთვის

დღეისათვის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია რჩება: „მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“, „დემოკრატიული მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“. 

იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მოსაზრებებს არ გაითვალისწინებს, დანარჩენი პარტიები იმუქრებიან, რომ მომავალ კვირაში ისინიც დატოვებენ კომისიას.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო და უკვე გადავიდა დამასრულებელ ეტაპზე. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტს 30 აპრილამდე წარედგინება.

ამის შემდეგ საკანონმდებლო ორგანო საყოველთაო განხილვაზე გაიტანს პროექტს, რაც ერთი თვე გაგრძელდება, იქიდან კი კვლავ პარლამენტს დაუბრუნდება საკომიტეტო განხილვებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0