ქართული მუნჯი ფილმი აშშ-ში ფესტივალის პრიზიორი გახდა

© FB / The Preparationკადრი ფილმიდან „მომზადება"
კადრი ფილმიდან „მომზადება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი რეჟისორის გიორგი წილოსანის ფილმი მოგვითხრობს სახლზე, რომელსაც სიკვდილის ფანტომი ეწვია.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის გიორგი წილოსანის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "მზადება" გახდა მუნჯი კინოს ამერიკული კინოფესტივალის Globe International Silent Film Festival პრიზიორი, რომელიც მიჩიგანის უნივერსიტეტში გაიმართა.

Globe International Silent Film Festival-ი მსოფლიო კინემატოგრაფიაში მუნჯი კინოს ჟანრის პოპულარიზაციისა და შენარჩუნების მიზნით 2015 წელს დაარსდა. ფესტივალის ავტორები მიიჩნევენ, რომ მუნჯი კინოს ეპოქამ კინოს შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და დარწმუნებული არიან, რომ მუნჯი კინო დღესაც რეჟისორის იდეის გამოსახვის ყველაზე მძლავრ და მდიდარ მეთოდს წარმოადგენს.

გიორგი წილოსანის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა მიიღო პრიზი "საუკეთესო რეჟისურისათვის", ნათქვამია ფესტივალის ვებ-გვერდზე.

ფილმ "მზადების" სიუჟეტის ცენტრშია სოფლის ერთი ოჯახის ისტორია. ოჯახში არიან ბებია, ოჯახის უფროსი მამა და ორი გოგონა. ერთ-ერთ ვახშამზე ბებია ცუდად ხდება. ვითარებას ექიმის საგანგაშო დიაგნოზი ამძიმებს, რის შემდეგაც მათ სახლს სიკვდილის აჩრდილი სტუმრობს. მაგრამ ბებია სიკვდილზე უარს ამბობს.

მერაბ ნინიძე - Sputnik საქართველო
ფილმი მერაბ ნინიძის მონაწილეობით „ოქროს პალმის რტოს“ პრეტენდენტია

გადაღებები ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოლობარგში მიმდინარეობდა. ფილმში როლებს ასრულებენ დავით კარიაული, ფატი ფულარიანი, თათია გონაშვილი, სალომე ბუხაიძე, ბაჩო ოდიშარია, მურმან წილოსანი და სხვები.

ფილმის პრემიერა თბილისში 2015 წელს გაიმართა. იმავე წელს ფილმი სტამბულში ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად დასახელდა, ასევე აღინიშნა ჟიურის სპეციალური პრიზით ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალზე.

Globe International Silent Film Festival-ის საუკეთესო ფილმად დასახელდა ალექსანდრ ზიმანსკის "თევზის ისტორია" (Fishy Story) — თევზის გადამამუშავებელ ქარხანაში განვითარებული სიურრეალისტურ-გროტესკული ისტორია სიყვარულსა და სიძულვილზე.

პოსტერი ფილმისა „მზეთუნახავი და ურჩხული“ - Sputnik საქართველო
ქუვეითში ფილმი „მზეთუნახავი და ურჩხული“ აკრძალეს

საუკეთესო ექსპერიმენტული სურათი გახდა იერუნ კლაკერსის Oneiria, რომელშიც გამოყენებულია "დატამოშინგის" ტექნიკა, რომელიც ვიდეოგამოსახულებას გადმოსცემს თითქოს ფერწერაში საღებავებით დახატულს — წაშლილად და აბსტრაქტულ-მოჩვენებითი პეიზაჟებით.

კატეგორიაში "საუკეთესო ანიმაციური ფილმი" გაიმარჯვა მეჰდი ჰორამიანის სურათმა "მეისრე" (Switchman), დოკუმენტალისტიკის სექციაში — პაულინა სკიბინსკას ფილმმა "ობიექტი" (Object).

გიორგი წილოსანი 26 წლისაა. ის თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ამჟამად სწავლობს მაგისტრატურაში ილიას უნივერსიტეტის ნეირობიოლოგიის ფაკულტეტზე, გატაცებულია კრივით. "მზადება" მისი სადიპლომო, სადებიუტო ფილმია.

ყველა ახალი ამბავი
0