თბილისი, 22 მარტი — Sputnik. კინოფილმი „მზეთუნახავი და ურჩხული“ ქუვეითში ეკრანებზე გამოსსვლიდან ოთხი დღის შემდეგ აკრძალეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ინფორმაცია ამის შესახებ ქუვეითის ეროვნულმა კინოკომპანიამ Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგში გამოაქვეყნა.
ფილმის ჩვენება ქვეყანაში გასული კვირის ხუთშაბათს დაიწყეს, მაგრამ ოთხი დღის შემდეგ კინოკომპანიამ ის ეკრანებიდან მოხსნა, რათა კიდევ ერთხელ გადაეხედა შინაარსისთვის. ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფილმი საერთოდ აიკრძალა.
— Cinescape — سينسكيب (@cinescapekuwait) 21 марта 2017 г.
„გვსურს გაუწყოთ, რომ ქუვეითის ეროვნულმა კინოკომპანიამ გადაწყვიტა, შეაჩეროს ფილმ „მზეთუნახავი და ურჩხულის“ ჩვენება, — განაცხადეს კომპანიაში.
გადაწყვეტილება „კომპანიის ახალგაზრდობის მიმართ ვალდებულებებსა და პრინციპებს“ უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ერთ-ერთმა დეპუტატმა ასევე მიმართა კულტურის მინისტრს, პრემიერამდე შეესწავლათ ბილ კონდონის ფილმი „მზეთუნახავი და უჩხული“ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის თემაზე. სამინისტროს ექსპერტიზამ ფილმში პროპაგანდის ელემენტები ვერ აღმოაჩინა, მაგრამ მაინც მაინიჭა მას 16+ რეიტინგი.
ფილმი, რომელიც 1991 წელს გამოსული ანიმაციის მიხედვითაა გადაღებული, მონაწილეობენ მსახიობები: ემა უოტსონი, დენ სტივენსი, ლუკ ევანსი, იუენ მაკგრეგორი, იენ მაკელენი და ემა ტომპსონი.