თბილისში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა

გამოწერა
საქართველოს მთავრობა ბიზნესის განვითარების მიზნით რამდენიმე პროექტს ახორციელებს, რომლებიც უკვე ერთ სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“ გაერთიანდა.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოში შეიქმნა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელიც აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ბიზნეს-სექტორის მხარდაჭერასა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ არის მიმართული.

განახლებული პროგრამა  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ოთხშაბათს წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები, ბიზნესმენები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს

 „დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ყველასათვის კარგად ნაცნობ განახლებულ სტრუქტურას სახელწოდებით „აწარმოე საქართველოში“. განახლებულს იმიტომ, რომ მას რამდენიმე კომპონენტი დაემატება იმისათვის, რომ შეიქმნას ერთიანი სივრცე ჩვენი ბიზნესისათვის, ეკონომიკისა და სწრაფი განვითარებისათვის, სადაც ადგილობრივი მწარმოებლები, ასევე ექსპორტიორები და ინვესტორები საუკეთესო ხარისხის სერვისს მიიღებენ“, — განაცხადა გახარიამ პრეზენტაციაზე.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში" სამ კომპონენტს გააერთიანებს: ბიზნესს (ადგილობრივი წარმოება), ექსპორტსა და ინვესტიციებს. სააგენტოს შემადგენლობაში შევიდა უამრავი პროექტი, მათ შორის, „ერთიანი აგროპროექტი“ და „სტარტაპ საქართველო“.

აღნიშნული პროექტები, რომლებსაც მთავრობა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მოსვლის შემდეგ ახორციელებდა, ადგილობრივი წარმოების განვითარების წახალისებაზეა ორიენტირებული და მცირე და საშუალო მეწარმეებს ფინანსურ რესურსებს აწვდის. 

ღვინის ჩაი - Sputnik საქართველო
ქართული სტარტაპი: ღვინის ჩაი

როგორც სქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ბიზნეს-გარემოს განვითარების სფეროში გარკვეულ შედეგებს უკვე მიაღწია.

 „დღეს ჩენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პროგრამის შედეგებით შეგვიძლია ვიამაყოთ… პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მხოლოდ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდა 170-მდე პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 400 მილიონ ლარამდეა. ამ ინვესტიციების დახმარებით ქვეყანაში შეიქმნა 7 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკაში გამუდმებით ახალი გამოწვევები ჩნდება, ამიტომ სახელმწიფო პროგრამები ახალ რეალიებს უნდა შეესაბამებოდეს.

 „ამისათვის სახელმწიფო პროგრამაში შემავალი ყველა კომპონენტი გარდაიქმნება ერთ სტრუქტურად, სახელწოდებით — „აწარმოე საქართველოში". მას ექნება ერთიანი ფრონტ-ოფისი, ანუ მომსახურების ოფისი, რაც გაუადვილებს ბიზნესმენებსა და დამწყებ მეწარმეებს ბიზნეს-საქმიანობას და სახელმწიფოსთან ურთიერთობას“, — აღნიშნა პრემიერმა.

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას ემსახურება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0