საქართველოს პრემიერმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებები გამართა

© FB / Георгий Квирикашвилиირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და მრეწველობის სფეროებში.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა თბილისში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

ამ კონტექსტში მხარეებმა ხაზი გაუსვეს თბილისში მიმდინარე ქართულ-ირანული ბიზნეს ფორუმის მნიშვნელობას, რომლის საშუალებით ირანელ ინვესტორებს საქართველოს ბიზნეს-გარემოს გაცნობის საშუალება მიეცემათ.

საუბარი ასევე შეეხო კვირიკაშვილის ირანში ოფიციალური ვიზიტის დეტალებს, რომელიც 22-23 აპრილს გაიმართება. პოლიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ წელს ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ.

ირაკლი კობახიძე და მოჰამად ჯავად ზარიფი - Sputnik საქართველო
ირანს საქართველოს საგარეო პოლიტიკა მოსწონს

შეხვედრისას საუბარი შეეხო ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, ასევე, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას.

მხარეებმა, საუბრისას, დადებითად შეაფასეს განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო და მაღალი ტექნოლოგიების სფეროებზეც.

პრემიერ-მინისტრმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი საქართველოს ორშაბათს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ის უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას მიხეილ ჯანელძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს. დაგეგმილია ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიასთან.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი კვირის ბოლოს ირანს ეწვევა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2017 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვამ 20,4 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 50%-ით მეტია.

საქართველომ და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 15 მაისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0