თბილისის, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კვირის ბოლოს ირანს ეწვევა, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თავის ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ქართულ–ირანული ბიზნეს–ფორუმი.
„გიორგი კვირიკაშვილის ირანში დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ვიზიტის დროს გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები თეირანში. დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თეირანში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის დეტალები და ამ ვიზიტის მოსამზადებელი სამუშაოები განვიხილეთ“, – განაცხადა ჯანელიძემ პრესკონფერენციაზე.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ვიზიტები საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობების გაღრმავებას მისცემს ბიძგს.