საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანში მიიწვიეს

© facebook.com/mfageorgiaმიხეილ ჯანელიძე და მოჰამად ჯავად ზარიფი
მიხეილ ჯანელიძე და მოჰამად ჯავად ზარიფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიუნხენში შეხვედრისას ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე მზადყოფნა გამოთქვეს.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირანში მიიწვიეს, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძისა და ირანის საგარეო უწყების მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფთან (Mohammad Javad Zarif) შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

შეხვედრა უშიშროების საკითხებში მიუნხენის 52-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, სადაც კონფერენციის მუშაობაში საქართველოს დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით მონაწილეობს. კონფერენციის მსვლელობისას კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს თემატურ შეხვედრაში „ევროინტეგრაციისთვის მომავალი მიმართულებები“, სადაც მისი სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.

მარჯანიშვილის მოედანი - Sputnik საქართველო
საქართველოს ირანიდან ტურისტებისა და ინვესტიციების გაზრდის მოლოდინი აქვს

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ-კულტურულ კავშირებს და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა თანამშრომლობის გაღრმავების ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტი, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

ამ კონტექსტში ხაზი გაესვა 2016 წლის 16 იანვრიდან ერთობლივ მოქმედებათა ყოვლისმომცველი გეგმის (JCPOA) განხორციელების დაწყებას.

ირანის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმების შემდეგ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 15 თებერვლიდან გაუქმდება.

ყველა ახალი ამბავი
0