საქართველოს ირანიდან ტურისტებისა და ინვესტიციების გაზრდის მოლოდინი აქვს

© Sputnik / Alexander Imedashviliმარჯანიშვილის მოედანი
მარჯანიშვილის მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანიდან ტურისტების რაოდენობა იზრდება, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება. უვიზო რეჟიმი კი ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების რაოდენობის ზრდას, ისე ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას“, - განაცხადა ტურიზმის ნაციონალური ადმინისტრაციის უფროსმა.

თბილისი, 12 თებერვალი —  Sputnik. 2016 წლისათვის საქართველოში ირანელი ტურისტების რაოდენობა იზრდება, რაც დადებითად აისახებ ქვეყნის ეკონომიკაზე, მიაჩნია ტურიზმის ნაციონალური ადმინისტრაციის უფროსს გიორგი ჩოგოვაძეს.

საქართველო ირანთან სავიზო რეჟიმს 15 თებერვლიდან აუქმებს. ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2013 წელს დაწესდა. იმ პერიოდში ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილება გაეროს რეკომენდაციით ახსნა.

ირანი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: საქართველოს ირანთან „თაფლობის თვე“ აქვს

„საერთო ჯამში ასეთი მოლოდინი გვაქვს, რომ ირანიდან ტურისტების რაოდენობა აუცილებლდ გაიზრდება რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ეფექტურობაზე იმოქმედებს. ცნობილია რომ ირანი საქართველოში არსებული საივესტიციო პროექტებისადმი ინტერესს იჩენს. უვიზო რეჟიმი კი ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების რაოდენობის ზრდას, ისე ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას“, — განაცხადა ჩოგოვაძემ.

საქართველოში 15 თებერვალს ირანელი ჟურნალისტები და ტუროპერატორები ჩამოვლენ, რომლებიც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან.

„ირანი, როგორც ქვეყანა და ბაზარი, მსოფლიოსათვის სულ უფრო გახსნილი ხდება. ამ ვითარებაში კი ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად დროული და ადეკვატურია“, — ხაზგასმით აღნიშნა ტურიზმის ნაციონალური ადმინისტრაციის უფროსმა.

საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად, გარკვეულწილად, დასავლეთის მხირდან ირანისთვის ეკონომიკური და ფინანსური სანქციების მოხსნა დაედო.

ყველა ახალი ამბავი
0