ირაკლი ფირცხალავა თბილისში კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშიირაკლი ფირცხალავა
ირაკლი ფირცხალავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული წარმომავლობის ცნობილი რუსი შემსრულებელი ირაკლი ფირცხალავა თბილისის Event Hall–ში 2017 წლის 5 მაისს სოლო კონცერტს გამართავს.

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. ქართული წარმომავლობის ცნობილი რუსი შემსრულებელი ირაკლი ფირცხალავა თბილისის Event Hall–ში 2017 წლის 5 მაისს სოლო კონცერტს გამართავს.

ირაკლი ორი თვის წინ თბილისში, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ შოუ–კონცერტზე „მამაკაცები ქალებისთვის“ უკვე გამოვიდა. მაშინ მსმენელის წინაშე მასთან ერთად წარდგნენ დათო გომართელი, აჩიკო მეფარიძე, აჩიკო ნიჟარაძე, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, დათუნა სირბილაძე, მამუკა ჩარკვიანი, გიო ხუციშვილი და მასტერი. 

ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
ნინო ქათამაძე ნიუ–იორკსა და ფილადელფიაში კონცერტებს გამართავს

ამჯერად ეს ფირცხალავას სოლო კონცერტი იქნება — პირველი  ბოლო ათის წლის განმავლობაში, აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები კულტურის პალატაში.

Event Hall–ის სცენაზე ირაკლი ფირცხალავა საკუთარი ბენდით წარდგება, ხოლო საღამოს სპეციალური სტუმრები იქნებიან ქართველი რეპერი მასტერი და DJ Evad.

კონცერტის სახელწოდებაა „მე, შენ, ჩვენ – ერთად ცხოვრებისთვის“ და ის საქველმოქმედოა. საღამო 23:00 საათზე დაიწყება და მოქმედებს face/age control 18+.

ირაკლი ფირცხალავა 1977 წლის 13 სექტემბერს მოსკოვში დაიბადა. სწავლობდა სპორტულ სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელობა უნდოდა, ამ პროფესიაზე უარის თქმა მოუწია და დედის რჩევით ვიოლინოს განხრით მუსიკალურ სკოლაში შევიდა. 13 წლისას ფირცხალავას ოცნება მაინც აუსრულდა და ორი წელი საფეხბურთო კლუბ „სპარტაკში“ დაჰყო. 

ბათუმი - Sputnik საქართველო
Nazareth-ი ბათუმში აპრილის ბოლოს კონცერტს გამართავს

ირაკლი ფირცხალავა 2003 წელს მონაწილეობდა სატელევიზიო პროექტში „Фабрика звезд“, რომელშიც პოპულარობა მოიპოვა.

2004 წლის ბოლოს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი „ლონდონი–პარიზი“. ამისთვის მან „ოქროს გრამოფონის“ პრემია მიიღო. ფირცხალავა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ტელეპროექტში: „Танцы со звездами“ ინა სვეჩნიკოვასთან წყვილში, რეალითი შოუში „Остров“, სადაც მესამე ადგილი დაიკავა და ასევე შოუს Один в один! მეორე სეზონში.


ყველა ახალი ამბავი
0