ისრაელმა საქართველოდან პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთათვის წესები გაამკაცრა

© photo: Sputnik / Igor Mikhalev / გადასვლა მედიაბანკშიისრაელი
ისრაელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეების განცხადება პოლიტიკური თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით დაჩქარებულ ვადებში განიხილება, უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, დეპორტაციის პროცედურები დაიწყება.

თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. 17 აპრილიდან  ისრაელის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაზე უარის შემთხვევაში, მათ დეპორტაციას განახორციელებს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

თელავივი - Sputnik საქართველო
ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

2017 წლის თებერვალში ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის სახელმწიფოს შეფასებით, საქართველოში არავის ემუქრება რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძვლიანი საფრთხე.

„ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს როგორც „უსაფრთხო ქვეყნის“ აღიარებასთან დაკავშირებით, 17 აპრილიდან ამოქმედდება კიდევ ერთი ახალი რეგულაცია. აღნიშნული რეგულაციის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურს მიმართავენ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით, განხილულ იქნება დაჩქარებული წესით, ხოლო თუ მოქალაქეს უარს ეტყვიან განცხადების განხილვაზე, მის მიმართ დაუყოვნებლივ დაიწყება ისრაელის სახელმწიფოდან იძულებით გაძევების (დეპორტაციის) პროცედურები", — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ახალი რეგულაციების შემოღება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად თავშესაფრის მიღებაზე უარყოფითი პასუხის  და მოთხოვნისა, რომ 7 დღის განმავლობაში დაეტოვებინათ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორია, არალეგალურად რჩებოდნენ ისრაელის სახელმწიფოში. 

იერუსალიმი - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო უწყება სააღდგომოდ ისრაელში ვიზიტისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ისრაელში წასასვლელად საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ საზღვარგარეთის პასპორტი, სასტუმროს ჯავშანი ან ნათესავების მისამართი, სადაც ისინი ცხოვრებას აპირებენ, დაზღვევა, საცხოვრებლად საჭირო თანხა და ორივე მიმართულებით ბილეთი. 

საქართველოში ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა განაცხადა, რომ 2016 წელს ისრაელში ჩასული საქართველოს მოქალაქეების 80% ქვეყანაში არალეგალურად დარჩა. როგორც ისრაელის მასმედია ქვეყნის საემიგრაციო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება,  2016 წელს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით შესაბამის სამსახურებს საქართველოს 5 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა.

ისრაელი ბელგიის, საფრანგეთის, ბულგარეთისა და ავსტრიის შემდეგ მეხუთე ქვეყანაა, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.


ყველა ახალი ამბავი
0