ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

© photo: Sputnik / Igor Mikhalev / გადასვლა მედიაბანკშითელავივი
თელავივი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახსნა რატომ ვერ შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ისრაელში თავშესაფრის მიღებას.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ თავშესაფრის მიღებას ისრაელში, რადგან ისრაელის მხარემ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებაში. 

როგორც ისრაელის მედია იტყობინება ისრაელი მიგრაციის სამსახურზე დაყრდნობით, 2016 წელს 5000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა ისრაელის ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნის ბრალდებით. 

ისრაელის სახელმწიფომ საქართველო უსაფრთხო  ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის სახელმწიფოს შეფასებით, საქართველოში არავის ემუქრება რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძვლიანი საფრთხე», — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ბენ ჰურიონის აეროპორტი თელავივში - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებს ისრაელიდან საქართველოში დააბრუნებენ

გარდა ამისა, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა, ასევე, გულისხმობს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით წარდგენილი განცხადებების განხილვის პროცედურულ ცვლილებებსაც. კერძოდ: თავშესაფრის მოთხოვნის განცხადება განხილულ იქნება განსაკუთრებით დაჩქარებული წესით (მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში); საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თავშესაფარის მოთხოვნით მიმართავს ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურს აღარ მიეცემა განცხადების განხილვის პერიოდში ისრაელში დასაქმების უფლება.

ისრაელის სახელმწიფო რიგით მეხუთე ქვეყანაა, ბელგიის სამეფოს, საფრანგეთის, ბულგარეთისა და ავსტრიის შემდგომ, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

საქართველოსა და ისრაელის შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ისრაელში სამოგზაუროდ, საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ საზღვარგარეთის პასპორტი, სასტუმროს ჯავშანი ან იმ ნათესავების მისამართი, სადაც პირი აპირებს ცხოვრებას, დაზღვევა,  სამოგზაურო ფული და ორმხრივი ბილეთი. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0