საქართველოში წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოსვლაზე უარი 750 ადამიანს ეთქვა

© AFP 2024 / STEPHANE YAS"ისლამური სახელმწიფოს" დროშა
ისლამური სახელმწიფოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი პრიორიტეტი ტერორიზმთან ბრძოლაა, თუმცა, ქვეყანა ტერაქტების საშიშროების მაღალი რისკის ჯგუფში არ შედის.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. კონტრტერორისტული ზომების ფარგლებში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა უცხოეთის 750 მოქალაქეს, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანგარიშში, რომელიც უწყების ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

აპრილში სუს-ის უფროსმა, კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტს გაწეული მუშაობის ანგარიში უნდა წარუდგინოს. სამსახური 2015 წლის აგვისტოში შეიქმნა.

"სუს-სა და პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებს შორის მუდმივად ხდება ინფორმაციის გაცვლა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ან/და კავშირში მყოფ პირებზე, ასევე ტრანზიტულად გადაადგილების მსურველებზე. მთლიანობაში, კონტრტერორისტული მიმართულებით საქართველოს სასაზღვრო კონტროლზე აყვანილ იქნა 1500 პირი, ხოლო 750-ს ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალა", — აღნიშნულია ანგარიშში.

სამხედროები - Sputnik საქართველო
გაერო ავღანეთში საბრძოლო მოქმედებების აქტივიზაციის საფრთხეს ხედავს

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, თუმცა, ტერორიზმთან ბრძოლა სუს-ისთვის მთავარი პრიორიტეტია.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, აღნიშნული მიმართულებით არსებობს გარკვეული გამოწვევები. "ისლამურმა სახელმწიფომ" და სხვა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა შეიძინეს. რადიკალური იდეოლოგიის გამავრცელებლები ცდილობენ საზოგადოების გარკვეული ნაწილის რელიგიური შეხედულებები და დაბალი ცნობიერება საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენონ", — აღნიშნულია ანგარიშში.

სუს-ი მუდმივად ებრძვის ტერორისტების გავლენის გავრცელებას და უწყებამ 2016 წელს რიგი ზომები გაატარა, რომელთა მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული პირების საქმიანობის გამოვლენა და აღკვეთა. ასევე სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით ქვეყნის ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენების ფაქტების გამოვლენა.

ხორციელდებოდა ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფ პირთა აქტიური კონტრტერორისტული ძებნა. აქტიურად ხორციელდებოდა რადიკალური იდეოლოგიის გამავრცელებელ პირთა და ორგანიზაციების ოპერატიული კონტროლი.

"2016 წელს სხვადასხვა ტიპის ტერორისტული აქტივობების ბრალდებით გამოძიება სისხლის სამართლის 9 საქმეზე დაიწყო. ასევე დასრულდა 2015 წელს აღძრული რეზონანსული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება", — ნათქვამია ანგარიშში.

დაკავება - Sputnik საქართველო
ტერორიზმის მოწოდებების გამო რუსეთში საქართველოს მოქალაქე დააპატიმრეს

გარდა ამისა, 2016 წელს საქართველოში გამოავლინეს ტერორისტებთან დაკავშირებული რამდენიმე უცხოელი მოქალაქე. მაგალითად, დეკემბრის ბოლოს უცხოელი მოქალაქის მიმართ დაიწყო გამოძიება „ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის ან მისი ხელმძღვანელობის“ შესახებ მუხლით. მოქალაქე ცდილობდა შეექმნა "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერთა ჯგუფი.

გარდა ამისა, ღონისძიებები გატარდა უცხოელი სტუდენტების მიმართ.

"კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების 15-კაციანი ჯგუფის მიმართ, რომლებიც ექსტრემალური მოწოდებებით ტერორიზმის იდეოლოგიურ მხარდაჭერას ახორციელებდნენ", — აღნიშნულია ანგარიშში.

სუს-ი 2016 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათი ინტერესების დაფინანსების ფაქტების გამოვლენაზე ბიზნეს და საქველმოქმედო ორგანიზაციების საფარქვეშ.

"გამოვლინდა უცხო ქვეყნის 20-მდე მოქალაქე, რომლებსაც დაფუძნებული ჰქონდათ საეჭვო ფინანსურ საქმიანობაში ჩართული იურიდიული პირები. 2016 წლის 2 ივლისს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, რაც ტერორიზმის დაფინანსებას ითვალისწინებს", — აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
მიხეილ ჯანელიძე "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში თავის წვლილს შეიტანს

ასევე გამოვლინდნენ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით მხარდაჭერას უცხადებდნენ ტერორიზმს.

ისინი სხვადასხვა ინტერნეტ-რესურსის, კერძოდ, ბლოგებისა და სოციალური მასმედიის დახმარებით ტერორისტული ორგანიზაციის იდეოლოგიურ მხარდაჭერას ახორციელებდნენ. 2016 წლის აპრილსა და ოქტომბერში ამ პირების მიმართ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 328-ე მუხლით, რაც გულისხმობს გაერთიანებას ტერორისტულ ორგანიზაციაში ან დახმარებას ტერორისტულ საქმიანობაში, აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოში ანტიტერორისტული კანონმდებლობა 2015 წელს გაამკაცრეს და გაზარდეს პატიმრობის ვადა ტერორისტული საქმიანობის, ტერორიზმის მოწოდებისა და ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებისთვის. საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობისთვის სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას 12 წლიდან ზემოთ ან უვადო პატიმრობას, ტერორიზმის მოწოდება — პატიმრობას ორიდან ექვს წლამდე ვადით, ხოლო ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსება — 10 წლიდან ზემოთ ან უვადო პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0