გაერო ავღანეთში საბრძოლო მოქმედებების აქტივიზაციის საფრთხეს ხედავს

© AFP 2024 / FARSHAD USYANსამხედროები
სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავღანეთის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, მაგრამ ქვეყანა ისევ აწყდება სერიოზულ სირთულეებს პოლიტიკის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროებში.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთში ტადამიტი იამამოტომ გამოთქვა შეშფოთება ავღანეთში უცხოელი ბოევიკების, მათ შორის, „ისლამური სახელმწიფოს“* ტერორისტების არსებობის გამო, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 „ნაციონალური ერთობის მთავრობა“ პოსტკონფლიქტური აღორძინების ხუთწლიანი პერიოდის შუა წერტილში იმყოფება. ჩვენ გარკვეულ შედეგს ვხედავთ. თუმცა, კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს“, — განაცხადა იამამოტომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. 

საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
ქართულ კომპანიებს შეუძლიათ, ავღანეთში სახელმწიფო შესყიდვებში ჩაერთონ

მან ისაუბრა ავღანეთში საპარლამენტო არჩვენებისათვის მზადების შესახებ და კორუფციასთან ბრძოლის წარმატებებზე, ასევე „მართლმსაჯულების ანტიკორუფციული ცენტრის“ შექმნის შესახებ. ამასთან ერთად, ქვეყანა ისევ აწყდება სერიოზულ სირთულეებს პოლიტიკის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროებში. ავღანეთში ისევ მკვეთრად გააქტიურდა შეიარაღებული შეტაკებები.

 იამამოტომ აღნიშნა, რომ ავღანეთის მთავრობას მშვიდობიანი ცვლილებებისა და ეკონომიკური ზრდის განხორციელების მცდელობა შეიარაღებული შეტაკებებისა და ზოგადად უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესების პირობებში უწევს. 

ავღანეთში ქართველ სამხედოებს მადლობა გადაუხადეს - Sputnik საქართველო
ავღანეთში ქართველ სამხედოებს მადლობა გადაუხადეს

 „სერიოზულ აღშფოთებას იწვევს უსაფრთხოების ვითარების გაუარესება. ზამთრის ცივი თვეების მიუხედავად, 2017 წლის დასაწყისში, ქვეყანაში შეიარაღებული შეტაკებები გრძელდებოდა. სერიოზულად ვარ აღშფოთებული იმ შეტყობინებით, რომლებიც გაზაფხულზე საბრძოლო მოქმედებების აქტივიზაციას წინასწარმეტყველებენ“, — განაცხადა იამამოტომ.

გაეროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ავღანეთში კონფლიქტის გამწვავებამ სამოქალაქო მოსახლეობაში დიდძალი მსხვერპლი და ავღანელთა მასობრივი გადაადგილება გამოიწვია.

 „გასულ წელს გაეროს მისიამ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის ყველაზე დიდი რაოდენობა დააფიქსირა…“, — აღნიშნა იამამოტომ.

ავღანეთში 2016 წელს და 2017 წლის დასაწყისში ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ზრდამ 650000 ადამიანი შეადგინა.

*„ისლამური სახელმწიფო“ — ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც აკრძალულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, საქართველოსა და აშშ-ში.


ყველა ახალი ამბავი
0