ტერორიზმის მოწოდებების გამო რუსეთში საქართველოს მოქალაქე დააპატიმრეს

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქე რამინ ალიევი მის მიერ სოციალურ ქსელ „ოდნოკლასნიკებში" განთავსებული ვიდეოს გამო დააკავეს.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე რამინ ალიევი ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისკენ საჯარო მოწოდებების გამო დამნაშავედ სცნო და პატიმრობის ორი წელი მიუსაჯა, ნათქვამია ვლადიმირსკის ოლქის პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოძიების მასალების თანახმად, ალიევი ვლადიმირსკის ოლქის ქალაქ ალექსანდროვში 2013 წელს ჩავიდა. ის სამსახურს ეძებდა. საქართველოს მოქალაქემ, რომელიც მუსულმანია, რადიკალური ისლამის იდეები გაიზიარა, სხვა აღმსარებლობების მიმართ შეუწყნარებლობას ამჟღავნებდა, სახელმწიფოს საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ავლენდა.

„ამის შედეგად მას ჩამოუყალიბდა ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისა და ტერორიზმის საჯარო გამართლების საჯარო მოწოდებების იდეა", — ნათქვამია ინფორმაციაში. 

კრემლი - Sputnik საქართველო
პუტინმა საქართველოში გაგზავნილი მესიჯის გამო მსჯავრდებული ოქსანა სევასტიდი შეიწყალა

2015 წლის აგვისტოში რამინ ალიევმა მობილური ტელეფონით სოციალურ ქსელ "ოდნოკლასნიკების" საკუთარ გვერდზე განათავსა ვიდეოჩანაწერი სახელწოდებით „Точики мучохидин".

„ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ მითითებული ვიდეომასალა შეიცავს ტერორიზმის განხორციელების, "არამუსლიმების" ფიზიკურ განადგურების, საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" შესვლისა და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში მონაწილეობის, რესპუბლიკა ტაჯიკეთის სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივი ქმედებების ჩადენის მოწოდებების ფსიქოლოგიურ-ლინგვისტურ ნიშნებს", — აღნიშნავენ პროკურატურაში. 

ბრალდებულმა მის მიმართ წაყენებული ბრალი მთლიანად აღიარა.

ყველა ახალი ამბავი
0