CNN: აშშ ფლობს ჩანაწერს სირიელი სამხედროების მიერ ქიმიური შეტევის მომზადების თაობაზე

გამოწერა
წყაროს განცხადებით, აშშ უზარმაზარ ინფორმაციას კრებს სირიის თაობაზე, მაგრამ სანამ იქ რაიმე ისეთი მოვლენა არ მოხდება, რომლებიც აუცილებლად უნდა გაანალიზდეს სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, მანამდე ეს ინფორმაცია არ მუშავდება.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik.  აშშ-ის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებმა სირიელი სამხედროებისა და ქიმიის დარგში ექსპერტების საუბრის ჩანაწერი მოიპოვეს, რომელშიც ისინი სირიის პროვინცია იდლიბში „ზარინის“ გამოყენებით ქიმიური შეტევის მომზადებაზე მსჯელობენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ CNN-ზე დაყრდნობით.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი - Sputnik საქართველო
მაიკლ პენსი: სირიის ქიმიური იარაღის განადგურების შეთანხმებამ არ იმუშავა

ამერიკული ტელეარხი, თავის მხრივ, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

ტელეარხის მონაცემებით, აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ჩანაწერები მხოლოდ ნაწილია იმ მიმოხილვიდან, რომელიც სავარაუდო ქიმიური შეტევის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამერიკელი ჩინოვნიკების თქმით, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს „ეჭვგარეშე“ ეკისრება ქიმიურ შეტევაზე პასუხისმგებლობა.

ტელეარხის წყარო ჩინოვნიკის განცხადებით, აშშ-ში არ ფლობდნენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ქიმიური შეტევა მზადდებოდა. მართალია, აშშ უზარმაზარ ინფორმაციას კრებს ისეთი ქვეყნების თაობაზე, როგორებიცაა სირია და ერაყი, მაგრამ სანამ იქ რაიმე ისეთი მოვლენა არ მოხდება, რომლებიც აუცილებლად უნდა გაანალიზდეს სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, მანამდე ეს ინფორმაცია არ მუშავდება.

CNN აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის არ არსებობს ისეთი „დაჭერილი“ მონაცემები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდა რუსი სამხედროების პასუხისმგებლობაზე იდლიბში მომხდარზე. წყარო ჩინოვნიკის ვარაუდით, „რუსები ბევრად ფრთხილები არიან ინფორმაციის გაცვლისას, რათა ის ხელში არ ჩაუვარდეს ვინმეს“.

ივანკა და ერიკა ტრამპები - Sputnik საქართველო
ერიკ ტრამპი: ჩემმა დამ სირიაზე შეტევის გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა მოახდინა

მანამდე რამდენიმე დასავლური მედიასაშუალებით გავრცელდა ვარაუდი, რომ რუსეთს შეიძლება ჰქონოდა ინფორმაცია იდლიბში ქიმიური შეტევის მომზადების თაობაზე. ამის საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ეს ცილისწამებაა. რუსეთი კატეგორიულად მოითხოვს იდლიბის მოვლენების ყოველმხრივ გამოძიებას.

სირიის ეროვნულმა ოპოზიციურმა და რევოლუციურმა ძალებმა სამშაბათს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ იდლიბის პროვინციის ქალაქ ხან-შეიხუნში ქიმიური შეტევის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა, 200 კი დაშავდა. ოპოზიციამ თავდასხმაში სირიის სამთავრობო ჯარები დაადანაშაულა. სირიის არმიის სარდლობამ გადაჭრით უარყო ბრალდება და დანაშაულზე პასუხისმგებლობა ბოევიკებსა და მათ მფარველებს დააკისრა.

ყველა ახალი ამბავი
0