მაიკლ პენსი: სირიის ქიმიური იარაღის განადგურების შეთანხმებამ არ იმუშავა

© photo: Sputnik / Kevin Downs / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იდლიბის პროვინციის ქალაქ ხან-შეიხუნში ქიმიური შეტევის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა, 200 კი დაშავდა. ოპოზიციამ თავდასხმაში სირიის სამთავრობო ჯარები დაადანაშაულა.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსმა განაცხადა, რომ 2013 წელს მიღწეულმა შეთანხმებამ სირიის ქიმიური იარაღის განადგურების თაობაზე არ იმუშავა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ რუსეთსა და [სირიის პრეზიდენტ ბაშარ] ასადის რეჟიმს შორის მიღწეულია შეთანხმება ქიმიური იარაღის განადგურების თაობაზე, და რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე ქიმიური შეტევის საფრთხე ლიკვიდირებულია. მაგრამ ასე არ მოხდა“, — განაცხადა პენსმა ტელეკომპანია Fox News-სთან ინტერვიუში.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა წუხელ იდლიბში მომხდარ ინციდენტს საშინელი შეტევა უწოდა.

შეგახსენებთ: სირიის ეროვნულმა ოპოზიციურმა და რევოლუციურმა ძალებმა სამშაბათს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ იდლიბის პროვინციის ქალაქ ხან-შეიხუნში ქიმიური შეტევის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა, 200 კი დაშავდა. ოპოზიციამ თავდასხმაში სირიის სამთავრობო ჯარები დაადანაშაულა. სირიის არმიის სარდლობამ გადაჭრით უარყო ბრალდება და დანაშაულზე პასუხისმგებლობა ბოევიკებსა და მათ მფარველებს დააკისრა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სირიის ავიაციამ ხან-შეიხუნის გარეუბანში მდებარე ტერორისტების იარაღის საწყობს შეუტია, სადაც ქიმიური იარაღის არსენალიც ინახებოდა.  ინციდენტის გამოძიება უკვე დაიწყო გაერომ და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ, თუმცა ჯერჯერობით რაიმე დასკვნა სავარაუდო დამნაშავეების შესახებ არ გამოუქვეყნებიათ.

ყველა ახალი ამბავი
0