მთავრობის ადმინისტრაციაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სხდომა გაიმართა

© FB / Giorgi Kvirikashviliმთავრობის ადმინისტრაციაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სხდომა გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სხდომა გაიმართა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები. დადებითად შეფასდა ათასწლეულის კომპაქტის პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტების მიმდინარეობა და მიღწევები.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას დაესწრო, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. 

სხდომას, საბჭოს წევრებთან ერთად, საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ფატიმა სუმარი, მმართველი დირექტორი ჯონათან ბრუქსი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი და ათასწლეულის გამოწვევს კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯენერ ედელმანი დაესწრნენ. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა ათასწლეულის ფონდს განათლების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები. დადებითად შეფასდა ათასწლეულის კომპაქტის პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტების მიმდინარეობა და მიღწევები.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ სამეთვალყურეო საბჭოს ათასწლეულის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა და მომავალი ორი წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპაქტი ითვალისწინებს 2019 წლის ჩათვლით პროექტების განხორციელებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო განათლების ხარისხისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით. შესაბამისად, თითოეული პროექტი ხელს უწყობს ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევასა და ეკონომიკის გაძლიერებას. 

მანჰეტენის კოლეჯი - Sputnik საქართველო
ქართველმა მოსწავლემ ამერიკაში სწავლისთვის 160 ათასი დოლარის გრანტი მიიღო

აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტი (გრანტი) 2014 წელს შევიდა ძალაში და მას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი — საქართველო ახორციელებს.

ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა — საქართველო“ საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს. პირველ კომპაქტს ქვეყნისთვის 295,3 მლნ აშშ დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობამ და Millennium Challenge Corporation-მა 2005 წელს მოაწერეს ხელი. 2008 წლის ოქტომბერში თანხის 100 მილიონით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. ხუთწლიანი პროგრამის მიზანი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სიღარიბის დონის შემცირება და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება.


 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0