საქართველოს პრემიერმა ათასწლეულის ფონდს განათლების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ გაიზარდა საქართველოს ახალგაზრდობის ინტერესი ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიებისადმი.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა — საქართველოს“ ერთწლიანი მუშაობის შედეგების შეჯამებაში და მას ქვეყანაში განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ფონდის მიერ გამოყოფილი 140 მლნ აშშ დოლარის მეორე კომპაქტი პროექტების 2019 წლამდე განხორციელებას ითვალისწინებს. პროექტების მიზანია განათლების ხარისხის განვითარება ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო, ასევე ადამიანური კაპიტალის სფეროებში. კომპაქტს საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებმა ხელი 2013 წელს მოაწერეს.

„ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს განათლების სფეროს ამ მასშტაბით მხარდაჭერა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ განათლება, როგორც ნომერი პირველი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის. 140 მილიონი დოლარის კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად 1,7 მილიონი საქართველოს მოქალაქის ცხოვრება შეიცვლება უკეთესობისკენ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ინოვაციებისადმი ქართველი ახალგაზრდობის გაზრდილ ინტერესზე გაამახვილა ყურადღება. 

სკოლა - Sputnik საქართველო
ქართველი მოსწავლეები უკეთესად სწავლობენ

„ჩემზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებებისადმი ახალგაზრდობის უდიდესი ინტერესი და მივესალმები ყველა მათგანის წამოწყებას. სახელმწიფოს სახელით აღვუთქვამ მხარდაჭერას თითოეულ ასეთ ინიციატივას. მინდა ასევე ყველა დავპატიჟო ტექნოლოგიურ პარკში, რომელიც ერთი წელია, რაც გაიხსნა და რომლის კარიც ღიაა ყველა დაინტერესებული ახალგაზრდისთვის“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე გამოყო სან–დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამა, რომელიც ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა — საქართველოს“ მხარდაჭერით 2016 წლიდან ხორციელდება და ქართველ სტუდენტებს განათლების აშშ-ში მიღების საშუალებას აძლევს.

ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა — საქართველო“ საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს. პირველ კომპაქტს ქვეყნისთვის 295,3 მლნ აშშ დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობამ და Millennium Challenge Corporation-მა 2005 წელს მოაწერეს ხელი. 2008 წლის ოქტომბერში თანხის 100 მილიონით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. ხუთწლიანი პროგრამის მიზანი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სიღარიბის დონის შემცირება და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება.

ყველა ახალი ამბავი
0