თბილისში გაიხსნება საიუბილეო გამოფენა "გერმანელები საქართველოში"

© courtesy of GNMuseumეროვნული გალერეა
ეროვნული გალერეა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანული მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლებმა ქართული კულტურისა და ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ოთხშაბათს ქართულ-გერმანული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი გამოფენა "გერმანელები საქართველოში – მხატვრობა, არქიტექტურა, მეცნიერება" გაიხსნება.

საქართველო და გერმანია 2017 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 და საქართველოში გერმანელების ჩამოსახლების 200 წლისთავს აღნიშნავენ.

საქართველო მიმზიდველი იყო გერმანელი მეცნიერების, არქიტექტორების, ლიტერატორების, ხელოვანებისა და საქმიანი წრეების სხვა წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყნის შემდგომ განვითარებაში, აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში.

ბერლინის ფილარმონია - Sputnik საქართველო
ბერლინში საქართველოსა და გერმანიის მეგობრობის წელიწადი გალა-კონცერტით გაიხსნება

"აღსანიშნავია, რომ სწორედ გერმანელი ბუნებისმეტყველისა და ეთნოგრაფის გუსტავ რადეს თაოსნობით 1865 წელს დაარსდა "კავკასიის მუზეუმი". ამ პერიოდში საქართველოში მოღვაწეობდნენ გერმანელ მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა გამორჩეული წარმომადგენლები, მათ შორის მხატვრები, მკვლევრები, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს იმდროინდელი ქართული კულტურისა და ეკონომიკის განვითარებაში", — აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში.

გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა გერმანელი მხატვრების მიერ შესრულებულ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, არქიტექტურულ ნახაზებსა და მრავალფეროვან ფოტომასალას.

ეროვნული გალერეა, კლასიკური გიმნაზია, თბილისის საკრებულოს შენობა – ისტორიული ნაგებობების ის მცირე ჩამონათვალია, რომლებიც გერმანელი არქიტექტორების ესკიზებითაა აგებული.

"საგულისხმოა, რომ გერმანელები ორგანულად შეერწყნენ თბილისს და ბუნებრივად შესძინეს ევროპული ხიბლი. თითოეული შენობა სწორედ ორი კულტურისა და არქიტექტურის ნაზავია", — აღნიშნეს მუზეუმში.

სალომე რიგვავა - Sputnik საქართველო
წერეთლის მუზეუმში სალომე რიგვავას პერსონალური გამოფენა გაიმართება

ექსპოზიცია "გერმანელები საქართველოში – მხატვრობა, არქიტექტურა, მეცნიერება", მოიცავს XIX-XX საუკუნეებში საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრების შემოქმედებას – ოსკარ შმერლინგის, თეოდორ ჰორშელტის, ბორის ფოგელის, მაქს ტილკეს, ირინა შტენბერგის, რიჰარდ ზომერის, ალექსანდრე ზალცმანისა და სხვათა ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს.

გამოფენა 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0