თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. გალა-კონცერტი გერმანიისა და საქართველოს 25 წლიან მეგობრობას მიეძღვნება და ბერლინის ფილარმონიის დიდ დარბაზში ჩატარდება.- ნათქვამია გერმანიის საელჩოს Facebook ის გვერდზე. 2017 წელს საქართველოში გერმანელების პირველი დასახლების დაარსებიდან 200 და ამასთან გერმანიის სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავი აღინიშნება.
გერმანიამ საქართველოს სამხედრო პირთა მიმართ დიპლომატების გადარჩენის გამო მადლიერება გამოთქვა. გალა-კონცერტი Georgia on my mind ამ თარიღთან დაკავშირებული პირველი ღონისძიება იქნება.
2017 წელი, რომელიც საქართველოს და გერმანიის მეგობრობას ეძღვნება, გაიმართება სლოგანით Zukunft erben („მომავლის მემკვიდრეობა“) ბერლინის ფილარმონიის სცენაზე გამოვა პიანისტი დუდანა მაზმმანიშვილი, ანსამბლი „რუსთავი“ და მამაკაცთა გუნდი „მძლევარი“. საღამოზე გაჟღერდება ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა: ჰენრიხ პფაილის „ ტბას სძინავს“ კონცერტი ფორტეპიანოსთვის, ლიუდვიგ ვან ბეთჰოვენის „ შობის ტრილოგია“ ორკესტრს ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. გალა კონცერტის ბილეთების შეძენა ონ-ლაინაა შესაძლებელი.