„მაინ კამპფის“ ახალი გამოცემა გერმანიაში 2016 წლის ბესტსელერად იქცა

© REUTERS / Michael Dalder„მაინ კამპფის“ ახალი, კომენტარებიანი გამოცემა
„მაინ კამპფის“ ახალი, კომენტარებიანი გამოცემა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის, ანდრეას ვირშინგის თქმით, ერთი წლის განმავლობაში წიგნის 85 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა, ნაცვლად დაგეგმილი 4 ათასისა.

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. მიუნხენის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის მიერ ადოლფ ჰიტლერის ხელახლა გამოცემული წიგნი „მაინ კამპფი“ (Mein Kampf), რომელშიც კრიტიკული კომენტარებიცაა შესული, გერმანიაში 2016 წლის ბესტსელერად იქცა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Риа Новости გაზეთ Tagesspiegel-ზე დაყრდნობით.

წიგნი გაყიდვაში გასული წლის იანვარში გამოვიდა.

თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის, ანდრეას ვირშინგის თქმით, ერთი წლის განმავლობაში წიგნის 85 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა, ნაცვლად დაგეგმილი 4 ათასისა.

2017 წლის იანვრის ბოლოს „მაინ კამპფის“ ახალი გამოცემის მეოთხე ტირაჟის დაბეჭდვა იგეგმება.

თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ გამოსაცემად ასევე მზადდება წიგნის ფრანგულენოვანი ვერსია.

„მაგრამ ეს არ იქნება სიტყვა-სიტყვით თარგმანი — წიგნი შემოკლდება და დამუშავდება“, — აღნიშნა ანდრეას ვირშინგმა.

Mein Kampf („ჩემი ბრძოლა“) ადოლფ ჰიტლერმა 1924 წელს, პატიმრობაში დაწერა. ნაწარმოები ნაციონალ-სოციალიზმის იდეოლოგიურ ფუნდამენტად მიიჩნევა და ფიურერის სიცოცხლეში მილიონობით ტირაჟით გამოიცემოდა. 1945 წლამდე Mein Kampf-ი 18 ენაზე ითარგმნა და 12 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

ყველა ახალი ამბავი
0