წერეთლის მუზეუმში სალომე რიგვავას პერსონალური გამოფენა გაიმართება

© Facebook / Art by Salome Rigvavaსალომე რიგვავა
სალომე რიგვავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მხატვრის სალომე რიგვავას ნამუშევრები ინახება საქართველოს, რუსეთის, გერმანიის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კერძო კოლექციებში.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ზურაბ წერეთლის თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მსურველებს 1 აპრილიდან ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, სალომე რიგვავას ნამუშევრების პერსონალურ გამოფენაზე იწვევს.

სალომე რიგვავა ქართველი მხატვრების ახალგაზრდა თაობის საკმაოდ აქტიური წარმომადგენელია. ის ექსპოზიციებს მართავს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

ლევან მოსიაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თანამედროვე ქართველი მხატვრების ტოპ-ათეული

სალომე რიგვავას პერსონალური გამოფენა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მხატვრის პირველი გამოფენაა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. მუზეუმი წარმოადგენს რიგვავას სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრებს, თუმცა მხატვრის ტილოების უმეტესობა უახლეს პერიოდში შექმნილი ნაწარმოებებია.

მხატვრის ნამუშევრების ერთ-ერთი ბოლო სერიაა "ვაშლის სინდრომი", რომელზეც სალომე 2010 წლიდან მუშაობდა.

"თემის სათაური აღებულია ბიბლიური სიუჟეტიდან, თუმცა, იგი ჩემთვის არა ცოდვის, არამედ უფრო შეუცნობლის, თუნდაც აკრძალულის ძიების, ზოგჯერ კი სტერეოტიპებთან ბრძოლისა და ხშირად ამ ყველაფრის თანმდევი ტკივილების განმასახიერებელია", — განაცხადა მხატვარმა, აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში.

სალომე რიგვავას პერსონალური გამოფენა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ნიუ-იორკი - Sputnik საქართველო
ქართველი მხატვრების თანამედროვე შემოქმედებას ნიუ-იორკში გაეცნობიან

სალომე 1988 წელს გაგრაში დაიბადა, თუმცა მშობლიური ქალაქის დატოვება ოთხი წლის ასაკში მოუწია. თბილისში ნიჭიერთა სახელოვნებო ათწლედის შემდეგ სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვით ფაკულტეტზე ფერწერის განხრით გააგრძელა სწავლა. 2012 წელს კი, აკადემიის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდია მოიპოვა და ორი წლის განმავლობაში გერმანიაში, შტუტგარტის სახელმწიფო სახელოვნებო აკადემიაში გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამული სწავლების კურსი, რის შემდეგაც კიდევ ორი წელი გაატარა გერმანიაში თავისუფალი მხატვრის სტატუსით.

ამ პერიოდში და მის შემდეგაც აქტიურად თანამშრომლობდა გალერეებთან, მონაწილეობდა და კვლავ მონაწილეობს გამოფენებში შტუტგარტში, ჰაიდელბერგში, მიუნხენსა თუ ბერლინში.

გასულ წელს სალომემ ამერიკაში, ნიუ-ჯერსიში, სახელოვნებო რეზიდენციის (ART MORA RESIDENCY) კონკურსში გაიმარჯვა და რამდენიმე თვე ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკში გაატარა, სადაც მონაწილეობა მიიღო ჯგუფურ გამოფენაში გალერეა ART MORA-ში, ნიუ-იორკში.

სალომეს ნახატები დაცულია არაერთ კერძო კოლექციაში საქართველოში, გერმანიაში, ამერიკაში, ინგლისსა და რუსეთში.

ყველა ახალი ამბავი
0