მაისის დღესასწაულებზე დასასვენებლად რუსეთის მოქალაქეები ბათუმს ირჩევენ

© photo: Sputnikბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის მოქალაქეები ბათუმის მონახულებას საშუალოდ ხუთი ღამით გეგმავენ.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ბათუმი იმ კურორტების სამეულში შედის, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეებში ბავშვებთან ერთად მაისის დღესასწაულებზე დასასვენებლად ირჩევენ, ამას სასტუმროების პოპულარული საძიებო სერვისის RoomGuru.ru-ს რეიტინგი მოწმობს.

რეიტინგი განისაზღვრა 2017 წლის 29 აპრილიდან 10 მაისამდე პერიოდში სასტუმროებში იმ ტურისტების მიერ დაჯავშნული საოჯახო ადგილების რაოდენობით, რომლებიც მოგზაურობენ დამოუკიდებლად, ტურაგენტების დახმარების გარეშე.

სახლები მაღალმთიან აჭარაში - Sputnik საქართველო
აჭარას 2016 წელს 1,4 მილიონი უცხოელი ეწვია

RoomGuru.ru-ს მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეებმა ბათუმში საცხოვრებლად სასტუმროების ნომრები დაახლოებით 5 ღამით დაჯავშნეს და დღე-ღამეში 60 აშშ დოლარის დახარჯვას აპირებენ.

კურორტების ათეული, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები ბავშვებთან ერთად მაისის დღესასწაულებზე დასასვენებლად ირჩევენ, ასე გამოიყურება: სოჭი და ანაპა, იალტა (ყირიმი), ბათუმი, პიატიგორსკი და კისლოვოდსკი (სტავროპოლის ოლქი), კრეტა (საბერძნეთი), აია-ნაპა (კვიპროსი), სალოუ (ესპანეთი) და სვეტლოგორსკი (კალინინგრადის ოლქი).

ბათუმი - Sputnik საქართველო
მოსკოვსა და ბათუმს ახალი ავიარეისი დააკავშირებს

იმავე დროს, თბილისი იმ უცხოური ქალაქების ხუთეულში შევიდა, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეებში მაისის დღესასწუალებზე დასასვენებლად ირჩევენ. ამ ქალაქების ათეული ასე გამოიყურება: პრაღა, მინსკი, ვენა, ბუდაპეშტი, თბილისი, ბაქო, ტალინი, ერევანი, ვილნიუსი და რიგა.

World Travel Awards-ის პრემიის მონაცემებით, ბოლო ოთხ წელიწადში RoomGuru.ru მსოფლიოში სასტუმროების საუკეთესო საძიებო ვებ-გვერდად არის აღიარებული.

ყველა ახალი ამბავი
0