აჭარას 2016 წელს 1,4 მილიონი უცხოელი ეწვია

© Sputnik / Anna Yarovikovaსახლები მაღალმთიან აჭარაში
სახლები მაღალმთიან აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარაში დამსვენებელი ტურისტები რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რადგან რეგიონში ჩამოსულები სახლდებიან არა მხოლოდ განთავსების რეგისტრირებულ ადგილებში, არამედ ჯერჯერობით აღურიცხავ ადგილებშიც.

თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. აჭარის რეგიონს 2016 წელს 1,4 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია.

აჭარაში 2016 წელს 871,5 ათასმა ტურისტმა დაისვენა. აქედან დაახლოებით 472,8 ათასი საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო 398,6 ათასი – უცხოელი.

აჭარა ყველაზე პოპულარული ადგილი ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისთვის. აქ დასვენების პიკი ივლის–სექტემბერზე მოდის, როდესაც აჭარას ტურისტების საერთო რაოდენობის 40% ეწვია, ნათქვამია აჭარის მთავრობის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ბარათები თბილისისა და საქართველოს ხედებით - Sputnik საქართველო
Google საქართველოს ტურისტების მოზიდვაში ეხმარება

აჭარას დასასვენებლად 2016 წელს ძირითადად ესტუმრნენ თურქეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან. აჭარის მთავრობა ასევე მიუთითებს, რომ გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა ირანიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, ტურისტები ძირითადად უპირატესობას ანიჭებენ კერძო სექტორსა და საოჯახო სასტუმროებს. მათი წილი დამსვენებლების 56%–ია.

„რეგისტრირებულ განთავსების ობიექტებში მყოფი ტურისტების სტატისტიკა არასრულია, რადგან აღნიშნული მონაცემები აჭარაში რეგისტრირებული საწოლი ადგილებიდან მხოლოდ 43%-ის მონაცემებს ასახავს. რაც ლოგიკურად ნიშნავს, რომ რეგიონში გაცილებით მეტი ტურისტი ისვენებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის მონაცემებით, ტურიზმის დეპარტამენტი განაგრძობს მუშაობას აჭარის სასტუმროებთან, რათა რეგიონში დამსვენებელების უფრო დაზუსტებული რაოდენობა დადგინდეს.


ყველა ახალი ამბავი
0