მამა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა

© photo: Sputnik / Ivan Rudnev / გადასვლა მედიაბანკშიციხის პერიმეტრი
ციხის პერიმეტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების პერიოდში პატიმრობაში მყოფმა სასულიერო პირმა საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად, შეწყვიტა შიმშილობა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სასულიერო პირმა შიმშილობა 4 აპრილს გამოაცხადა. ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან და სინოდის წევრებთან შეხვედრას მოითხოვდა.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმებთან გასაუბრების შემდეგ არასახარბილეო იყო, მოგეხსენებათ, მას გულზე ოპერაცია აქვს ჩატარებული და ხერხემალზეც გარკვეული პრობლემები აქვს“, — განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

საკანი - Sputnik საქართველო
ციანიდის საქმე: დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

მან შიმშილობა შეწყვიტა ექიმებისა და ციხის ადმინისტრაციის მონდომებით, აღნიშნა ადვოკატმა. გარდა ამისა, რამიშვილის თქმით, მის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა ინფორმაციამ, რომელიც რამდენიმე დღის წინ მამა გიორგი თევდორაშვილმა გაავრცელა, რომელმაც მოინახულა მამალაძე. სასულიერო პირმა შეატყობინა მას, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები მზად არიან ის მოინახულონ, შემდეგ კი შექმნილ სიტუაციაზე წმინდა სინოდის წევრებთან ერთად იმსჯელონ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

იმ დროს, როდესაც დეკანოზი დააკავეს, გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. გერმანიაში ასევე იმყოფებოდნენ პატრიარქთან დაახლოებული პირები, მათ შორის, თეთრუაშვილი.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
საპატრიარქოს თანამშრომელს მღვდელმსახურის ციანიდით მოწამვლა სურდა

თუ ვისი მკვლელობა იგეგმებოდა, საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება მუსირებდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა საქმის დეტალებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ასაჯაროვებდა და ამის გაკეთება დაცვის მხარესაც აუკრძალა. მოგვიანებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმის მასალების ნაწილი გაასაჯაროვა, მათ შორის, ფარული ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ ეკონტაქტება გიორგი მამალაძე ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს და როგორ თხოვს მას ციანიდს. დაკავებული დეკანოზი ბრალს აქამდე არ აღიარებს.

ყველა ახალი ამბავი
0