საპატრიარქოს თანამშრომელს მღვდელმსახურის ციანიდით მოწამვლა სურდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა.

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს, განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო
სკანდალი საქართველოს საპატრიარქოში: რატომ დააკავეს მღვდელმსახური

გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მას მამა გიორგი მამალაძემ მიმართა და საწამლავი ნივთიერების — ციანიდის შოვნა სთხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა, შემჭიდროებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების — ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო გაწეული დახმარებისთვის, თავის მხრივ, ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა, გიორგი მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც სამკურნალოდ იმყოფება პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად, და მას შხამიანი ნივთიერება გამგზავრებამდე სჭირდებოდა“, — განაცხადა შოთაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0