რა ხდებოდა 3-10 აპრილს გასულ საუკუნეებში?

© photo: Sputnik / Александр Вильф / გადასვლა მედიაბანკშიგენტი
გენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოვლენებით დახუნძლულ ეპოქაში ვცხოვრობთ და აბა, ვინ მოგვაწყენს. თანაც ბუნება გვაქვს ზოგადად ისეთი, რომ მაინც ვეძიებთ და ვპოულობთ ისეთს, რაც აქამდე არ გაგვიგია, რადგან დიდი ხნის წინ მოხდა და ჩვენს თვალსაწიერში ბევრ ინფორმაციას არ გაუვლია. გთავაზობთ გასულ საუკუნეებში 3-10 აპრილს მომხდარ მოვლენებს, რომლებიც ვფიქრობ დაგაინტერესებთ.

1929  წლის 3 აპრილს სირაკუზში (სიცილია) დაიბადა ცნობილი თაღლითი ნიკოლაი პერუსკოვი (იგივე ჯოვანი ვილიოტო, იგივე ფრედ ჯიპი),  XX საუკუნის ეს კაზანოვა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონია ცოლების მოყვანის რაოდენობით. 1949-81 წლებში მან მოახერხა და არც მეტი, არც ნაკლები 104-ჯერ ოფიციალურად მოიყვანა ცოლი აშშ-ში და 14 სხვა ქვეყანაში. 1968 წელს ტრანსატლანტიკური გემით მგზავრობისას 4 ქალბატონთან იქორწინა, ხოლო ლონდონში ჩასულმა სუსტი სქესის კიდევ ორი წარმომადგენელი აცდუნა. 1983 წლის 28 მარტს ფენიქსის (არიზონას შტატი) სასამართლომ თაღლითობისთვის 28 წელი მიუსაჯა, კიდევ 6 წელი მრავალცოლიანობისთვის დაუმატა და 360 000 დოლარით დააჯარიმა. დაპატიმრებისას აღმოუჩინეს 50 პასპორტი სხვადასხვა სახელ-გვარით. გარდაიცვალა ციხეში 1991 წელს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
სანამ ევროპისკენ მიმავალ ბილეთებს შეიძენთ, ანუ რჩევები პოტენციურ ტურისტებს...

1968 წლის 4 აპრილს მემფისში, სასტუმროს აივანზე მოკლეს ამერიკელი პასტორი,  ნობელის პრემიის ლაურეატი, შავკანიანი ამერიკელების დამცველი, მარტინ ლუთერ კინგი. სავარაუდო მკვლელი 40 წლის ჯეიმს ერლ რეი, ქუჩის ქურდი და ალკოჰოლიკი, სამი თვის შემდეგ ლონდონის „ჰიტროუს“ აეროპორტში დააკავეს. „რემინგტონის“ მარკის შაშხანაზე, რომლიდანაც მარტინ ლუთერს ესროლეს, მისი თითების ანაბეჭდი აღმოჩნდა. ბევრი იყვირა საცოდავმა, არაფერ შუაში ვარო, მაგრამ არავინ დაუჯერა (ან არავის აწყობდა დაჯერება) და ელექტროსკამზე დაამთავრებინეს სიცოცხლე.

ფოტოკოლაჟი, ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გიშრისთვალება ქართველი სულთანი და ეკატერინე II-ს „მთავარი საჭურისი“ მიხეილ კუტუზოვი

1823 წლის 5 აპრილს პარიზში გილიოტინაზე თავი მოკვეთეს ჟორჟ ჟაკ დანტონსა და კამილ დემულენს. ორივეს ბრალად ედებოდა რევოლუციის ღალატი და საფრანგეთში მონარქიის აღდგენის მცდელობა. თვითმხილველთა თქმით, დანტონი უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებოდა, დემულენი კი  ტიროდა. დანტონი მივიდა მეგობართან და აკოცა. ამაზე ცნობილი ჯალათი სანსონი აღშფოთებულა, კანონს ეწინააღმდეგებაო. დანტონი მიტრიალებულა და უთქვამს რამდენიმე წუთში ჩვენი თავები ისედაც ერთ კალათში იქნება ჩაყრილი და იქაც ხომ ვერ დაგვიშლი კოცნასო, შემდეგ სანსონისთვის უბრძანებია:-„ თავს რომ მომკვეთ, მაღლა ასწიე და ხალხს დაანახე, ჩემმა თავმა ეს დაიმსახურა“…

ნარიყალას ციხე-სიმაგრე და ხედი ძველ თბილისზე - Sputnik საქართველო
ბედნიერი ბაბილონის ხელმწიფე, დაუდ ფაშად წოდებული, იფნისელი დათუნა მანველაშვილი!

1498 წლის 8 აპრილს ფლორენციაში ერესის ბრალდებით დააპატიმრეს მქადაგებელი ჯიროლამო სავონაროლა.  რესპუბლიკელი დიქტატორი, თეოლოგი, ფილოსოფოსი და წინასწარმეტყველი დომინიკანელი ბერის ანაფორით ავიდა მედიჩების ტახტზე და ოთხი წლის მანძილზე რკინის ხელით მართავდა ფლორენციას. ბოლოს და ბოლოს სან-მარკოს მონასტერს მიაწყდა უამრავი ხალხი და დიდი წინააღმდეგობის შემდეგ სავონაროლა დააპატიმრეს. შემდეგ, წამებით აღიარებინეს რაც ჩაედინა და არ ჩაედინა და იმავე  წლის 23 მაისს კოცონზე დაწვეს. თუმცა „გამარჯვებულები“ ამან ვერ დააკმაყოფილა, გადაწყვიტეს, დაესაჯათ ის ადამიანიც, ვინც მონასტერში მყოფთ ხალხის მოახლოება  ზარის დარეკვით ამცნო, მაგრამ ვერაფრით აღმოაჩინეს და მაშინ გადაწყვიტეს, დაესაჯათ… ზარი.  ზაფხულში გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც გადაწყდა, ზარი საჯაროდ გაეროზგათ(!), ეს უკანასკნელი ჩამოხსნეს, ვირშებმულ ურემზე დადეს, ქალაქში ჩამოატარეს და საგულდაგულოდ გაროზგეს. ადამიანების სისულელეს ხომ საზღვარი არ აქვს და 93 წლის შემდეგ იგივე გაიმეორეს რუსეთში, იმ დამატებით, რომ ზარს ენის ამოგლეჯაც დაუმატეს სასჯელად, ესეც არ აკმარეს უბედურს და ტობოლსკში „გადაასახლეს“. აქაოდა, ხალხს შეცდომით ამცნო ცარევიჩ დმიტრის გარდაცვალებაო…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0