თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკი მაისში გაიხსნება

© FB/ TbilisiZooლემურები თბილისის ზოოპარკში
ლემურები თბილისის ზოოპარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზოოპარკში გისოსების ნაცვლად თხრილები და წყლის ბარიერი იქნება.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. თბილისში ახალი ზოოპარკი მაისიდან დაიწყებს ფუნქციონირებას, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თანამდროვე სტანდარტების ზოოლოგიური პარკი საქართველოს დედაქალაქში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.

თბილისის ახალ ზოოპარკში პირველად მგლები და დათვები დაბინავდებიან - Sputnik საქართველო
მგლები და დათვები პირველები "დაბინავდებიან" თბილისის ახალ ზოოპარკში

ზოოლოგიური პარკი ძველისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. აქ გისოსების ნაცვლად თხრილები და წყლის ბარიერი იქნება. ზოოპარკში სტუმრებს მრავალფეროვან სიახლეები ელოდებათ.

ახალი ზოოპარკისთვის 48 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გამოიყო. ცხოველებისთვის ფართო ვოლიერები გაკეთდება და მათი საცხოვრებელი პირობები ძალიან კომფორტული იქნება.

პირველი ვოლიერები დათვებისა და მგლებისთვის ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე უკვე აშენდა. გარდა ამისა, აქ უკვე მოქმედებს კავკასიური ნაგაზების ძაღლსაშენი და საცხენოსნო კლუბი "სპირიტი", რომელიც თბილისის მცხოვრებლებში პოპულარობას იხვეჭს.

უსურიის ვეფხვი თბილისის ზოოპარკში - Sputnik საქართველო
უსურიის ვეფხვი თბილისის ზოოპარკში დაბინავდა

რაც შეეხება ძველ ზოოპარკს, თბილისის მერიის განმარტებით, ტერიტორია მთლიანად შეინარჩუნებს რეკრეაციულ ფუნქციას.

თბილისის ზოოპარკი 2015 წლის ივნისში მომხდარი წყალდიდობისას მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაიღუპნენ ცხოველები. ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თბილისის ზოოპარკი ახალ ადგილზე აშენდეს. 

წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკს მსოფლიოს ზოოპარკებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს და საქართველოში ცხოველებს დღემდე აგზავნიან. 

 

ყველა ახალი ამბავი
0